Nuk
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი


ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ამიერკავკასიაში უზრუნველყოფს ალერგიული პაციენტების ერთ სივრცეში სრულ, კომპლექსურ დიაგნოსტიკას და დაავადებების პროფესიულ მართვას თნამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები, რომელთაც აწუხებთ ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, წამლისმიერი ალერგია, პოლინოზი და სხვა.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში პაციენტებს უტარდებათ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფართო სპექტრის in vivo და in vitro ალერგოდიაგნოსტიკა გერმანული და შვედური ალერგენებით, სპირომეტრული გამოკვლევები და სხვა.

სპეციფიკური იმუნოთერაპია ხორციელდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის გერმანიაში დამზადებული სამკურნალო ალერგენებით.

ცენტრის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია, მზრუნველობა და კეთილმოწყობილი გარემო განაპირობებს პაციენტთა ხარისხიან მომსახურებას

დიაგნოსტიკა:

1. სპეციფიკური იმუნოლოგიური In Vitro გამოკვლევები ImmunoCap ანალიზატორით (Phadia, შვედეთი):
  - საერთო IgE - ს განსაზღვრა სისხლის შრატში;
  - სპეციფიური IgE - ს განსაზღვრა სისხლის შრატში: საყოფა-ცხოვრებო, კვებითი, მცენარეული, მედიკამენტური და სხვა ალერგენების მიმართ

2. სპეციფიკური ალერგოდიაგნოსტიკა - In Vivo:
  - კანის პრიკ ტესტირება;
  - კანშიდა ტესტირება

3. ფუნქციური დიაგნოსტიკა:
  - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა ნაკად-მოცულობითი ტესტით ფარმაკოდინამიური სინჯის გამოყენებით;
  - აზოტის ოქსიდის NO - ს განსაზღვრა ამოსუნთქულ ჰაერში (ინფლამომეტრირება NIOX MINO-ს გამოყენებით)

4. კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა:
  - სისხლის საერთო ანალიზი Micros 60 (18 პარამეტრი) და ედს-ის განსაზღვრა Ves Hlatic 20 აპარატურის გამოყენებით;
  - ცხვირის ნაცხის მიკროსკოპია

მკურნალობა:

- GINA და GOLD მკურნალობის სქემები;
- ჰიპოსენსიბილიზაცია