სად გვხვდებიან ალერგენები სკოლებსა და ბაღებში?
თარიღი: 25 სექტემბერი, 2025
სკოლასა და ბაღში „შენიღბული", „დაფარული" ალერგენები.
რას ვაქცევთ ყურადღებას?
სასწავლო წლის დაწყება მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავების გარდა, მშობლებს, განსაკუთრებით ალერგიული ბავშვების მშობლებს, მართებთ ყურადღება ბავშვებში გამოვლენილი ალერგიული სიმპტომების ამოცნობაში.
მაშ ასე, სად გხვდებიას დახურულ სივრცეში ალერგენები.
1. მტვერი და ჰაერწვეთოვანი ალერგენები
იქ სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს ერთ სივრცეში, ოთახის მტვრის გავრცელება უფრო მეტია. ასევე ხშირად ახალ სასწავლო წელს პატარები გარემონტებულ სივრცეებში იწყებენ სასწავლო პროცესს, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა სარემონტო მასალების სუნი.
2. ქოთნის მცენარეები და ყვითელი ფოთლები
მცენარეები, გარდა ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებისა, გუნება-განწყობაზეც დადებითად მოქმედებენ, თუმცა ქოთნებში არსებულ ნიადაგში ბევრი სოკოს სპორებია, რომელთა მორწყვისას ისინი ჰაერში გამოიყოფიან. ასევე ეზოში აქტივოებების დროს, ან შემოდგომით ჩამოცვენელი ფოთლების აგროვებისას, შეიძლება ანალოგირად მათზე გაზრდილმა სოკოს სპორებმა ზეგავლენა მოახდინონ ალერგიულ პაციენტებზე.
ვისაც ნესტის მიმართ აქვთ ალერგია არ არის რეკომდენბული შეხება ჰქონდეს ჩამოცვენილ ფოთლებთან, ნოტიო ნიდაგთან. ყვავილების მორწყვის შემდეგ კი საჭიროა სივრცის კარგად განიავება.
3. კვებითი ალერგენები
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ალერგიული ბავშვის სკოლაში ან ბაღში გაშვებისას. აუცილებალდ უნდა გააფრთხილოთ პედაგოგები და სასურველია ჯგუფელები და მათი მშობლები თქვენი შვილისათვის აკრძალული საკვების შესახებ. სთხოვეთ სკოლაში მცირე საგანმანათლებო ინფორმაციის მიწოდებისთვის დაგითმონ დრო, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ შემთხვევით ბავშვისთვის დაფარული ალერგენის მიწოდება.
4. შინაური ცხოველები
არ დაგავიწყდეთ, რომ შინაური ცხოველებისგან თვის არიდება სახლში, რომელზეც თქვენი შვილები არიან ალერგიული, არ არის საკმარისი სიმპტომების საპრევენციოდ. შესაძლებელია თქვენი შვილები მეგობრობდენენ, ან ერთად იჯდენ იმ მოსწავლესთან, რომელსაც იგივე ცხოველი ჰყავს სახლში, რაზეც თქვენი შვილია ალერგიული და ვინაიდან ტანსაცლით საკმაოდ მაღალია ცხოველის ალერგენების გავცელების შესაძლებლობა, ეს გახდეს ცხვირიდან გამონადენის, ცემინებისა თუ ვიზინგის და სპაზმური ხველის მიზეზიც კი