Nuk
რინიტი

თარიღი: 03 ნოემბერი, 2023

რინიტი - ცხვირის ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სახის ანთებით მდგომარეობას ნიშნავს. ძირითადად მწვავე რინიტი ასოცირდება გარემოს ალერგიასთან ან რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებთან.

მრავალი ტიპისა და ქვეტიპის მქონე ვირუსულ მიკრობებს შეუძლიათ დააინფიცირონ ცხვირის ღრუს ეპითელიუმი განმეორებით მთელი წლის განმავლობაში, ან გარკვეული პერიოდის მონაკვეთში, მაგ.  შემოდგომაზე, ზამთარში.

რინიტის დროს რეკომენდებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის ჩამორეცხვა ფიზიოლოგოური ხსნარით, მიუხედავად იმისა რა არის რინიტის გამომწვევი მიზეზი. 

- არ არის რეკომენდებული ცხვირის გამხსნელი საშუალებების 5 დღეზე მეტხანს გამოყენება. 

თუ სიმპტომები გრძელდება და მათ ახლავთ შემდეგი გამოკვეთილი ჩივილები, მაშინ უნდა გამოირიცხოს რინიტის ალერგიული გენეზი (წარმომავლობა)

 

ეს სიმპტომებია:

- ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი

- მრავალჯერადი ცემინება

- ცხვირის გაჭედვა

- ცხვირის, თვალების, ყელის, ყურების ქავილი

- ცრემლდენა და თვალების სიწითლე

- ხველა და ჰაერის უკმარისობა

* ჩამოთვლილთაგან პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიმპტომების კომბინაციაც

 

დღეს-დღეისობით ალერგიის დადგენა შესაძლებელია მრავალი მეთოდით:

- კანის სინჯით - ყველაზე მარტივი, სწრაფი, ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ტესტით

- სისხლით - შრატში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით.

- მოლეკულური ალერგოდიაგნოსტიკის საშუალებით, როდესაც ერთი ტესტით დგინდება ხართ თუ არა ალერგიული 100 -ზე მეტ ალერგენზე ერთდროულად!

 

გაფრთხილება 

კანის სინჯის ჩატარებამდე 5-7 დღით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი.  სისხლით დიაგნოსტიკის დროს, ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება ზეგავლენას არ ახდენს კვლევის შედეგზე.