როგორ შევურჩიორთ კურორტი ალერგიულ პაციენტს?!
თარიღი: 19 ივნისი, 2025
მოემზადეთ დასვენებისთვის!
როგორ შევურჩიორთ კურორტი ალერგიულ პაციენტს?!
თუკი თქვენ გაწუხებთ:
ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, პოლინოზი (მცენარეული ალერგია), ალერგია მწერის ნაკბენის მიმართ და სხვა
უმჯობესია არჩევანი საზღვაო კურორტებზე შევაჩეროთ!
(ამ დაავადებათა კონტროლირებულ ფაზაში)
ზღვისპირა კურორტები და სანაპიროები (ურეკი,ქობულეთი, ბათუმი, გონიო და სხვ.) შედარებით თავისუფალია საყოფაცხოვრებო მტვრისაგან და ასევე მცენარეული ალერგენებისაგან.
მნიშვნელოვანი იმის ცოდნაც, რომ ზაფხულში ცხელი ამინდების პირობებში ტენიანობა უფრო დაბალია, ვიდრე ზამთარში.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
მტვრისმიერი და ნესტისმიერი ალერგიის მქონე პაციენტები წვიმიანი ამინდების დროს დიდხანს არ დაყოვნდეთ ზღვისპირა კურორტებზე;
გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები და კანის დამატენიანებელი საშუალებები რეგულარულად.
თუკი თქვენ გაქვთ ალერგია:
ოთახის მტვრის ტკიპების
ნესტის სოკოების
მცენარეული ალერგენიების მიმართ
უმჯობესია არჩევანი მთის კურორტებზე შევაჩეროთ
რეკომენდებული მაღალმთიანი დასასვენებელი კურორტები:
ცემი, ბაკურიანი, ბახმარო, ბეშუმი, შოვი, სტეფანწმინდა, მესტია და სხვ.
(ზღვის დონიდან 1200 - 1500 მეტრის სიმაღლედან ჰაერი ითვლება მტვრის ტკიპების გავრცელებისაგან შედარევით თავისუფალ ზონად , ასევე მაღალმთიან რეგიონებში ჰაერი მშრალია და ტენიანობაც დაბალია)
რა გავითვალისწინოთ?
ოთახის მტვრის ტკიპებს ლეიბებში, საბნებში, ხალიჩებსა და სხვა სახლის ნივთებზე, 6 კვირამდე შეუძლიათ იცოცხლონ, ამიტომ დახურული კოტეჯები და სახლები დალაგებისას კარგად გაანიავეთ და დაასუფთვეთ.
მთაში მცენარეთა ყვავილობა 2-3 კვირის დაგვიანებით იწყება, უფრო ადრე მთავრდება ვიდრე ბარში, მაგრამ უფრო ინტენსიურიც არის.
მაღლმთიან რაიონში მზის სხივები უფრო ინტენსიური და მწველია,ამიტომ თან იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალებები
დასასვნებელ კურორტებზე წასვლამდე, მიმართეთ ალერგოლოგს, თქვენი დაავადების კონტროლის ხარისხის შესამოწმებლად, საჭირო მედიკამენტების გამოსაწერად და გამწვავების შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შესადგენად!