მწერის ნაკბენზე განვითარებული ალერგიული რეაქცია
თარიღი: 26 ნოემბერი, 2025
მწერის ნაკბენზე განვითარებული ალერგიული რეაქცია მიეკუთვნება ალერგიულ რეაქციათა ტიპს, რომლის უგულებელყოფა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის პოტენციურ რისკ წარმოადგენს, ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების გამო.
როდესაც ადამიანი ალერგიულია მწერების შხამზე, მისი იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად რეაგირებს ნაკბენზე. ტკივილისა და ნაკბენის ადგილზე შეშუპებასთან ერთად, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
ჭინჭრის ციება, ქავილი მთელ სხეულზე;
ტუჩების, ქუთუთოების ან ხორხის შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა;
თავბრუსხვევა, არტერიული წნევის ვარდნა
გონების კარგვა
ასეთ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა ეპინეფრინით.
როგორ დავიცვათ თავი?
თუ გქონდათ ძლიერი რეაქცია მწერების ნაკბენზე და გაგიჩნდათ ეჭვი ალერგიაზე:
გააცანით ექიმს დეტალური ანამნეზი;
ჩაიტარეთ შრატის სპეციფიკური IგE-ს ტესტირება (IმმუნოჩAP ტესტი ბზიკის, კრაზანას, ფუტკრის მიმართ);
განსაზღვრეთ საბაზისო ტრიპტაზას მაჩვენებელი (პოხიერი უჯრედების პათოლოგიის გამოსარიცხად, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში);
საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ კომპონენტებით განსაზღვრული დიაგნოსტიკა (მოლეკულური დიაგნოსტიკა, რაც იძლევა საშუალებას დაადგინოთ თუ რომელ კომპონენტზე ხართ ალერგიული, რამდენად საშიშია შემდეგი რეაქცია და ა. შ).
რა არის გამოსავალი?
მწერის შხამის მიმართ ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია დაავადების მოდიფიცირების ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მომავალი სისტემური რეაქციებისგან გრძელვადიანი დაცვა.