Nuk
ხორბლის მიმართ ალერგია

თარიღი: 26 მარტი, 2024

ხორბლის მიმართ ალერგია წარმოადგენს კვებით ალერგენებს შორის  ანაფილაქსიის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს - 
რძის, არაქისის და  თხილის შემდეგ.

ხორბლის ალერგია არ უნდა აგვერიოს ცელიაკიაში. პირველი არის კვებითი ალერგია, ხოლო მეორე არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტენით და იგი გვხვდება ხორბალის გარდა, მაგალითად: ჭვავისა და ქერში.

ხორბლის მიმართ ალერგიის სიმპტომები განსხვავებულია და შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი და მძიმე სიმპტომებით,
დროში - რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში.

 

სიმპტომები:

ჭინჭრის ციება, ქავილი, დერმატიტი;

შეშუპება ტუჩების, თვალის ირგვლივი ქსოვილების, ხორხის, კიდურების;

მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში;

ცხვირის გაჭედვა და სურდო, მსტვინავი ხიხინი, ქოშინი, სპაზმური ხველა;

ანაფილაქსიური შოკი.

ხორბლის კომპონენტები:

ხორბალი შეიცავს რამდენიმე ალერგენს, მათ შორის ძირითადია გლიადინი.

გლიადინი არის  წყალში ხსნადი ცილა და  ასევე ადვილად იხსნება კუჭის მჟავაშიც. 

 

IgE ანტისხეულები გლიადინის მიმართ წარმოადგენს: 

- α, γ, β და ω გლიდინთა ნარევს

- Tri a 19 (ω-5 გლიადინს)

- Tri a 14 (nsLTP)

მოლეკულური დიაგნოსტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, კონკრეტულად, ხორბლის რომელ მოლეკულაზე აქვს ალერგია პაციენტს და განვსაზღვროთ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. მაგალითად:

rTri a 14 მოლეკულა  ჩვეულებრივ ასოცირდება ორალური ალერგიის სინდრომთან (OAS) და ზოგჯერ იწვევს მძიმე რეაქციებს.

მდგრადია თერმული დამუშავებისა და კუჭის წვენის მიმართ, ამიტომ თერმულად დამუშავებულმა გამომცხვარმა) ხორბალმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

rTri a 19 (ომეგა-5-გლიადინი) 

ჩვეულებრივ ასოცირდება უშუალოდ ხორბლის მიმართ ალერგიასთან და მის მიმართ სენსიბილიზაციის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალერგია გადაილახოს.

მოზრდილებში აღნიშნული მარკერის დადებითობა იწვევს ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეულ ხორბალზე დამოკიდებულ ანაფილაქსიას და ასევე ასოცირდება 

მცხობელთა ასთმასთან ( ე.წ პროფესიული დაავადება)

მდგრადია თერმული დამუშავების და საჭმლის მონელების (კუჭის მჟავის) მიმართ, შესაბამისად გამომცხვარი ხორბალმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

Phl p 12

პროფილინი, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება მსუბუქ სიმპტომებთან, როგორიცაა OAS (ორალური ალერგიის სიმპტომი).

წარმოდგენილია ყველა მცენარეულ მტვერსა და მცენარეულ საკვებში და დაკავშირებულია ჯვარედინ რეაქციებთან (როგორც წესი, არყის მტვერთან, ან ბალახების მტვერთან).

მგრძნობიარეა თერმული დამუშავებისა და საჭმლის მონელების მიმართ, ამიტომ თერმულად დამუშავებული საკვების მირთმევისას სიმპტომების გამოვლენა იშვიათია.

 

დიაგნოსტიკა:

სისხლში ალერგენების გამოვლენით:

- ომეგა - 5 გლიადინი

- ხორბალი

- მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით