Nuk
ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2025

ურტიკარია (ჭინჭრის ციება) კანის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობის 20%-ს სიცოცხლის განმავლობაში აწუხებდეს. ის კანზე წითელი, ამობურცული ლაქების სახით ვლინდება, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდეს და უფრო დიდი ზომის ფოლაქები წარმოქმნას, მიიროს სხვადასხვა ფორმები, შექმას სხვადასხვაგვარი რელიეფი კანზე.

 

სიმპტომები:
ქავილი
გამონაყარი შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით და შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, რომელიც ჩვეულებრივ 24 საათის განმავლობაში ლაგდება
ტალღოვანი მიმდინარეობა - დაზიანებები ხშირად ჩნდება ძველის გაქრობისას, გამონაყარი როგორც წესი ინაცვლებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.
ხშირად შეიძლება თან ახლდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპება (ტუჩების, თვალის ქუთუთოების, თითების, სასქესო ორგანოების, ხორხის)
ქრონიკული ჭინჭრის ციების დიაგნოზი ისმება, როდესაც ჭინჭრის ციება ხშირად მეორდება 6 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში.

 

გამომწვევი მიზეზები:
შემთხვევათა უმრავლესობაში, ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია!
თუმცა, ჭინჭრის ციების გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება კვებითი ალერგია, მედიკამენტური ალერგია, ინსექტური ალერგია, ვირისული ინფექციები, პარაზიტარული ინფექციები, სტრესი და სხვ.

 

დიაგნოზი:
ჭინჭრის ციების დიაგნოზს კლინიკური გამოვლინების მიხედვით ისმება.
მიზეზის დასადგენად შეიძლება ჩატარდეს ვრცელი გამოკვლევა, მათ შორის კლინიკური ისტორიის დეტალორი გამოკითხვა, საფუძვლიანი ფიზიკური გამოკვლევა და ლაბორატორიული კვლევები და/ან ალერგიის ტესტები

 

მკურნალობა:
შემთხვევების უმეტესობა თვითლიმიტირებადია.
სიმპტომური შვება შეიძლება მიღწეული იქნას გრილი კომპრესებით, ქავილის საწინააღმდეგო კრემებით, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით და ანტიჰისტამინური საშუალებებით.
უფრო მდგრადი ჭინჭრის ციების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ყოველდღიური არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატის და ღამით უფრო სედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატის კომბინაციას.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანმოკლე დროით სისტემური კორტიკოსტეროიდები.
ქრონიკული ჭინჭრის ციების სამკურნალოდ გამოიყენება არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები მაღალი დოზებით და ბიოლოგიური საინექციო პრეპარატი, სახელწოდებით Xolair® (ომალიზუმაბი)