Nuk
ალერგიული რინიტის ზეგავლენა სმენაზე

თარიღი: 22 ოქტომბერი, 2025

სურდო, მრავალჯერადი ცემინება, სასის ქავილი-ალერგიული რინიტის გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა არსებობს ალერგიის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი - ყურების ქავილი და დაგუბება.

 

ევსტაქის მილი, ალერგიული რეაქციის გამო, შეიძლება შეშუპდეს, რაც იწვევს ზეწოლის შეგრძნებას, ტკივილს, სითხის დაგროვებას და ყურების დაგუბებას.  ხშირად თან ახლავს ყურების ქავილიც. 

 

სითხის ზეწოლამ ყურებში და სინუსურ არხებში, შეიძლება, ხელი შეუშალოს ხმის ტალღების ნორმალურ მოძრაობას, ასევე  გამოიწვიოს ყურებში ხმაური, რომელიც ხშირ შემთხვევაში იწვევს სმენის დაქვეითებას.

 

თუკი, თქვენ ამ სიმპტომების გამო, მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს, რომელმაც გამორიცხა ყურის ინფექციური დაავადება, ხოლო სიმპტომები მაინც გრძელდება, შესაძლებელია, ეს იყოს ალერგიით  პროვოცირებული მდგომარეობა.

 

მკურნალობა ინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე  ანტიალერგიული საშუალებებით, რაც იძლევა კარგ შედეგს ყურის ალერგიული სიმპტომების ასალაგებლად.