Nuk
ალერგია თუ ვირუსი?

თარიღი: 12 ოქტომბერი, 2025

შემოდგომის დადგომასთან ერთად, როდესაც ბუნებაში არსებული ალერგენები ჯერ კიდევ ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე, აქტიურდებიან ვირუსებიც

 

თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
სურდო
გაჭედილი ცხვირი/უხვი გამონადენი ცხვირიდან
ცემინება
თვალების სიწითლე
ყელის ტკივილი
სასის ქავილი
ტემპერატურა
სისუსტე

 

მაშინ უნდა მოახდინოთ დაკვირვება და  გამიჯნოთ ვირუსი გაქვთ თუ ალერგია. ამაში კი  ჩვენი პოსტი დაგეხმარებათ.

 

თუ თქვენი სიმპტომები ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ან თუ ისინი გარემოდან გამომდინარე ქრებიან ან ძლიერდებიან, შესაძლოა ალერგიას ან სინუსიტს ებრძოდეთ.

 

გაციებას ვირუსი იწვევს. როგორც წესი ვირუსული ინფექციის დროს, გარდა ცხვირისა და თვალის სიმპტომებისა, გამოხატულია კუნთების/სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მატება და სხვა. ალერგია კი - ალერგენების ზემოქმედებით არის გამოწვეული.

 

გაციებამ და ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტი, რომელიც ვითარდება სინუსების შეშუპების და ლორწოვანი გამონადენის გასქელებით და წიაღებში დაგროვებით, რაშიც პათოლოგიური ფლორა მრავლდება. მუქი ფერის გასქელებული ლორწოს დაგროვება სხვა სიმპტომებთან ერთად სახის მიდამოში ტკივილს იწევს.

 

ალერგიის ან ასთმის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სინუსიტის განვითარების რისკი, რადგან მათი ცხვირის და სინუსების ქსოვილი შეიძლება შეშუპებული იყოს ისეთი გამღიზიანებლების შესუნთქვისას, როგორიცაა: ოთახის  მტვერი, სარეველების მტვერი ან კვამლი.

 

სწორი დიაგნოზი და მკურნალობა ეფექტურ და სწრაფ  გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.