Nuk
ხველის ირგვლივ თქვენს კითხვებზე პასუხები

თარიღი: 14 იანვარი, 2026

მშრალი, სპაზმური ხველა - „რა შველის მშრალ, სპაზმურ ხველას მსტვინავი ხიხინით?"
აღნიშნული სიმპტომები მიანიშნებენ ხველის ასთმურ ხასიათზე. საჭიროა სპირომეტრიული კვლევის ჩატარება დიაგნოზის დასაზუსტებლად და სწორი მკურნალობის დასანიშნად.

 

„მაქვს ალერგიული ხველა სიცივეში გასვლისას, რას მირჩევთ?"
სიცივეში გასვლისას აუცილებელია გამოიყენოთ კაშნე, რათა გაათბოთ ცივი ჰაერი შესუნთქვისას. ასე ცივი ჰაერი აღარ გამოაშრობს და აღარ გააღიზიანებს ბრონქებს.

 

"მშრალი ჰაერი არ მაწუხებს, პირიქით ნესტიან ჰაერზე მაქვს სპაზმური ხველა, რას მირჩევთ?"
საჭიროა სპირომეტრიული კვლევის ჩატარება, ასევე კანის სინჯები/სპეციფიკური IგE გასაზღვრა ნესტისა და მტვრის ალრგენების მიმართ.

 

"მშრალი გახანგრძლივებული ხველა რისი ნიშანი შეიძლება იყოს?"
ეს შეიძლება იყოს როგორც ალერგიის, ისე რეფლუქსის, წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების, ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის ნიშანი და სხვა. ამ შემთხვევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება და სწორი მიმართულებით მკურნალობა.

 

„ალერგიული სპაზმური ხველა მაქვს, რას მირჩევთ?"
თუკი დაზუსტებულია, რომ ხველის გამომწვევი მიზეზი არის ალერგენი (მტვერი, ნესტი, მცენარე და სხვა) შესაძლებელია ალერგენ-სპეციკური იმუნოთერაპიის (ალერგენთან შეგუების) დაგეგმვა, მანამდე კი სიმპტომური მკურნალობა.

 

სველი ხველა / ნახველი
„მეც საღამოობით მახველებს ნახველით, რას მირჩევთ?." „დილით მაქვს სველი ხველა და რის გამო შეიძლება მქონდეს?." „სველი ხველა მაქვს ვერ მოვიცილე, რა შეიძლება დავლიო?"
სველი (ნახველიანი) ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მწეველობა, განსაკუთრებით თუკი დილით იღვიძებთ დაგროვილი ნახვრლით, ან ცხვირის უკანა ჩანადენი, ან ფილტვების სხვა დაავადებები, რაც იწვევს ნახველის ჭარბ გამოყოფას. სწორი მკურნალობისთვის საჭიროა მიზეზის დაზუსტება სპეციალისტთან.

 

ღამით, დაწოლილ მდგომარეობაში, ხველა
„ღამე რომ დავწვები, მაშინ იწყება ხველა." „წოლისას მეწყება და მერე ვერ ვიძინებ." „ღამით მახრჩობს ხველა." „დაწოლაზე მეწყება და ადგომისას გადის და რისი ბრალი შეიძლება იყოს?."
ღამით ხველა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ალრგენებთან, რასთანაც გაქვთ ღამით შეხება. მაგალითად: მტვრის ტკიპებთან (რომლებიც ღამით აქტიურად გვებრძვიან მატყლის საბნებიდან, ლეიბებიდან და ა.შ). ბუმბულთან (ბუმბულის ბალიშებზე წოლისას) და სხვა. ასევე ჰორიზონტალურ მდგომატეობაში ხველის მიზეზი შეიძლება იყოს რეფლუქსი, როდესაც კუჭიდან ამოსული სიმჟავე აღიზიანებს ბრონქებს, ცხვირის უკანა ჩაბადენი და სხვა.

 

რეფლუქსთან დაკავშირებული ხველა
„კუჭის მჟავიანობა მაქვს და ყელში მიჭერს." „რეფლუქსის დროს რა უნდა მივიღო?" „მჟავა ბრუნდება კუჭიდან და მახველებს." „რეფლუქსის გამო ღამე მეწყება ხველა."
როგორც თავად სწორად აღნიშნავთ, მიზეზი კუჭ-ნაწლავთან არის დაკავშირებული და ასეთ დროს საჭიროა გასტროენტროლოგს მიმართოთ და ძირითად დაავადებაზე იმკურნალოთ, რომ არ გქონდეთ ხველა.

 

მწეველთა ხველა
„ჩემი მეუღლე მწეველია და დილით მახველებს." „წლებია ვეწევი და ხველა არ მეშვება."
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პასიური მწეველობაც არანაკლებ საშიშია, როდესაც ოთახში გამუდმებით სხვა ეწევა და ჩვენ ამ კვამლს შევისუნთქავთ, ის იწვევს არამწეველშიც ისეთივე სიმპტომებს, როგორც მწეველებში.

 

ხველა ბავშვებში „5 წლის ბავშვს სიცივეში ეწყება ხველა." „ბავშვს ფიზიკური დატვირთვისას ეწყება ხველა."
ბავშვებს ხშირად, ბრონქების მცირე ზომის გამო, ასთმისმაგვარი სიმოტომები უვითარდებათ, რაც ზრდასთან ერთად გადალახვადია. თუმცა საჭიროა სპეციალისთან კონსულტაცია და სიმპოტომური მკურნალობა. ფიზუკურ დატვირთვაზე ხველა, (ასევე საუბარზე, სიცილზე, ყვირილზე ხველა) შეიძლება იყოს მნიშვნრლოვანი სიგნალი ალერგიული დაავადების (ბრონქული ასთმა, ფიზიკური დატვირთვის ასთმა) და საჭიროებს სპეციალისტთან დაუყოვნებელ კონსულტაციას.

 

წამლებთან დაკავშირებული ხველა
„წნევის წამალი ხომ არ გამოიწვევდა, რადგან შევნიშნე ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ მახველებს?"
ზოგიერთ მედიკამენტს, განსაკუთრებით წნევის მარეგულირებელ საშუალებებს, ზოგიერთ პაციენტებში, ახასიათებთ მსგავსი გვერდითი ჩვენების გამოვლენა. ამ დროს საჭიროა მედიკამენტის ჩანაცვლება სხვა ჯგუფის მედიკამენტით.