Nuk
ყელის ტკივილი ბავშვებში

თარიღი: 06 ივლისი, 2026

ყელის ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია ბავშვთა ასაკში. იგი შეიძლება განვითარდეს როგორც მსუბუქი ინფექციის დროს, ასევე უფრო სერიოზული  დაავადებების ფონზე. ყელის ტკივილი ხშირად დაკავშირებულია ყლაპვის გაძნელებასთან, წვის შეგრძნებასთან, ტემპერატურის მატებასთან და ზოგადი სისუსტის განვითარებასთან.  ყელის ტკივილის ძირითადი მიზეზები:
ვირუსები, მათ შორის გრიპი, არაგრიპი, ადენოვირუსები, რინოვირუსი, კორონავირუსები.
ვირუსული ინფექციის დროს ყელის ტკივილს ხშირად თან ახლავს სურდო, ხველა, ცემინება, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სისუსტე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრეპტოკოკური ინფექცია, რომელიიწვევს ანგინას.
ბაქტერიული ინფექციის ნიშნებია: ძლიერი ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ჩირქოვანი ნადები ნუშურებზე, გადიდებული ლიმფური კვანძები, ყლაპვის გაძნელება.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ალერგიულ რეაქციასაც შეიძლება თან ახლდეს ყელის გაღიზიანება - ქავილი, სიმშრალე, ხველა.
ყელის ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყო გარემო გაქტორებით: ოთახის მშრალი ჰაერი, კვამლი, მტვერი.
ხმოვანი იოგების გადაძაბვა, ხანგრძლივი ტირილი, ყვირილი ან ხმამაღალი საუბარი იწვევს ყელის ტკივილს და ხმის ჩახლეჩას.
 
რა სიმპტომები აღენიშნება ყელის ტკივილის დროს ბავშვებში:
ყლაპვის გაძნელება
სიცხე
მადის დაკარგვა
გაღიზიანება
ტირილი
ხმის ჩახლეჩვა
ხველა
ცუდი სუნი პირიდან
ნუშურების სიწითლე ან გადიდება.
 
როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?
თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის შეუძლებლობა, ძლიერი სისუსტე, ჩირქოვანი ნადები ყელი, გამონაყარი სხეულზე, ყელის ტკივილი 3-5 დღეზე მეტხანს, გაუწყლოების ნიშნები.
ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში ინიშნება სისხლის ანალიზი, ყელის ნაცხი, სტრეპ-ტესტი.

 

რას მოიცავს მკრნალობა: თბილი სითხეების მიღება, ჩაი, კომპოტი, ბულიონი, გამოიყენება ასევე ყელის სპრეები (ორ  წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული სპრეების გამოყენება.) საწუწლი აბები, სავლებები.
ბენეტ სპრეის როლი ყელის ტკივილის დროს.
ბენეტ სპრეი არის ადგილობრივი მოქმედების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ანთებით დაავადებების დროს, იგი ხშირად ინიშნება ფარინგიტის, ტონზილიტის, სტომატიტის და გინგივიტის დროს.
ბენეტ სპრეი შეიცავს  ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს -აქტიური ნივთიერების სახით, საქარინს- დამატკბობელის სახით, მეთილპარაბინს-კონსერვანტის სახით, პიტნის ესენციას-არომატიზატორის, ხოლო ეთანოლს-გამხსნელის სახით. ყოველი შესხურების მოცულობა არის 0.18 მლ (0.270მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი)
ორალური აპლიკაციის შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება გასტროიტესტინური ტრაქტიდან და პლაზმაში პიკური კონცენტრაცია 2-4 საათის შემდეგ მიაღწევს. ქსოვილებში განაწილებისას ბენზიდამინის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის მისი კონცენტრაციის უნარი ანთებად უბნებში. ბენზიდამინის დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით, დანარჩენი ძირითადად მეტაბოლიზდება ოქსიდაციის საშუალებით.

 

ბენეტ სპრეი უშუალოდ ანთებით უბანზე მოქმედებს, მისი კომპონენტები ამცირებს ბაქტერიების გავრცელებას, ანთებასა და ტკივილს, რის შემდეგაც პაციენტი სწრაფად გრძნობს შვებას.
სპრეი შეისხურება ყელში ან პირის ღრუში დღეში რამოდენიმეჯერ.

 

გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია 20-30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სითხე.
ბავშვებში გამოყენება შესაძლებელია ასაკისა და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
სპრეი შეისხურება ყელში ან პირის ღრუში დღეში რამოდენიმეჯერ.
გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია 20-30 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები ან სითხე.
ბავშვებში გამოყენება შესაძლებელია ასაკისა და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძება გამოვლინდეს

პირის სიმშრალე
წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
ალერგიული რეაქცია
პირის სიმშრალე
წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
ალერგიული რეაქცია
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ოთახის ტემპერატურაზე
მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად
ოთახის ტემპერატურაზე
მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად

 

ბენეტ სპრეი ეფექტური საშუალეებაა ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ანთებითი პრობლემების დროს. მისი სწორი გამოყენება ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას.