Nuk
ვაგინიტი

თარიღი: 13 დეკემბერი, 2023

ვაგინიტი

ვაგინიტი წარმოადგენს ანთებას საშოს მიდამოში, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ვაგინალური გამონადენის, ქავილისა და ტკივილის განვითარება. ვაგინიტის გამომწვევი მიზეზი, ჩვეულებრივ, ნორმალური ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ბალანსის ცვლილება ან ინფექციური პროცესის განვითარებაა. ესტროგენების დონის დაქვეითებამ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში და კანის ზოგიერთი დაავადების არსებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვაგინიტის განვითარება.

 

ვაგინიტის ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

ბაქტერიული ვაგინოზი (BV): BV ვითარდება ბუნებრივი ვაგინალური ბაქტერიული ფლორის ჭარბი ზრდის შედეგად, რაც არღვევს საშოს ნორმალური მიკროფლორის ბალანსს და იწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას.

სოკოვანი ინფექციებიჩვეულებრივ, ვითარდება ბუნებრივ პირობებში ქალის ვაგინალურ ფლორაში არსებული სოკოს - Candida Albicans-ის ჭარბი ზრდის შედეგად.

ტრიქომონიაზიტრიქომონიაზის გამომწვევია პარაზიტი - Trichomonas Vaginalis, რაც ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია ვაგინიტის გამომწვევ ტიპზე.

 

სიმპტომები:

ვაგინიტის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

- ვაგინალური გამონადენის ფერის, სუნის ან გამონადენის ტიპის ცვლილება - ქავილი ან გაღიზიანება საშოს მიდამოში
- ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს
- მტკივნეული შარდვა

- მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა - სფოთინგი ან ლაქოვანი ხასიათის გამონადენი

თუ გამოხატულია ვაგინალური გამონადენი, გამონადენის მახასიათებლები შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდიდეს ვაგინიტის ტიპთან მიმართებაში, თუმცა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის შერჩევა ლაბორატორიული დადასტურების გარეშე არ არის მიზანშეწონილი. მაგალითები მოიცავს შემდეგს:

ბაქტერიული ვაგინოზივაგინიტის ამ ტიპისთვის დამახასიათებელია მონაცრიფრო- თეთრი ფერის, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენის განვითარება. სუნი, რომელსაც ხშირად ამსგავსებენ თევზის სუნს, შესაძლოა, მეტად მკვეთრად იყოს გამოხატული სქესობრივი კონტაქტის შემდგომ.

სოკოვანი ინფექციასოკოვანი ინფექციის მთავარი სიმპტომია ქავილი, თუმცა, შესაძლოა, გამოხატული იყოს სქელი კონსისტენციის, თეთრი ფერის ვაგინალური გამონადენი, რომელიც ერთგვარად ხაჭოსაც კი წააგავს.

ტრიქომონიაზიპარაზიტულმა ინფექციამ, რომელსაც ეწოდება ტრიქომონიაზი (Trik-o- moe-NIE-uh-sis), შეიძლება გამოიწვიოს მომწვანო-მოყვითალო ფერის, ზოგჯერ ქაფიანი გამონადენის განვითარება სასქესო გზებიდან.

 

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს?

მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს, თუ გამოგივლინდათ ვაგინალური დისკომფორტი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ:

-  გაჩნდა უსიამოვნო სუნი, ვაგინალური გამონადენი ან ქავილი
-  არასდროს გქონიათ ვაგინალური ინფექცია. სპეციალისტის მიერ

განხორციელებული შემოწმება დაგეხმარებათ, დაადგინოთ მიზეზი და მიიღოთ ინფორმაცია იმ კლინიკურ ნიშნებსა და სიმპტომებთან დაკავშირებით, რასაც უნდა დააკვირდეთ ვაგინალურ ინფექციებთან მიმართებაში.

-  წარსულში გქონდათ ვაგინალური ინფექციები.
-  გყავთ რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი ან ბოლო პერიოდში გაქვთ

ურთიერთობა ახალ პარტნიორთან. აღნიშნულ შემთხვევებში გაზრდულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობის რისკები, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა გამოვლინდეს სოკოვანი ინფექციის ან ბაქტერიული ვაგინოზისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკით და სრულფასოვანი გამოკვლევის გარეშე დარჩეს დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის მიღმა.

- თქვენ გაიარეთ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობის კურსი, თუმცა კლინიკური სიმპტომატიკა კვლავ გიგრძელდებათ.

- გაქვთ ცხელება, შემცივნება ან ტკივილი მენჯის ღრუს მიდამოში.

 

გამომწვევი მიზეზები:

მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ვაგინიტია გამოვლენილი თქვენთან:

ბაქტერიული ვაგინოზივაგინიტის ამ ყველაზე გავრცელებული ტიპის წარმოქმნა ხდება საშოში არსებული ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორის ბალანსის ცვლილების შედეგად, რაც არღვევს ბუნებრივ წონასწორობას. ვაგინალური დისბიოზის გამომწვევი მიზეზები ფართოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი უცნობიც რჩება. ბაქტერიული ვაგინოზი შესაძლოა კლინიკური სიმპტომატიკის გარეშეც მიმდინარეობდეს, რაც რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ამ ტიპის ვაგინიტი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია, მაგრამ არ არის გამოწვეული სქესობრივი კონტაქტით, განსაკუთრებით, თუ გყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი ან გაქვთ სქესობრივი კონტაქტი ახალ პარტნიორთან, მაგრამ ბაქტერიული ვაგინოზის შემთხვევები გვხვდება იმ ქალებშიც, რომლებიც სქესობრივად არააქტიურნი არიან.

სოკოვანი ინფექციებისოკოვანი ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც ვაგინალურ გარემოში ხდება მისი ტიპიური გამომწვევის - Candida Albicans-ის ჭარბი ზრდა. C. Albicans ასევე იწვევს ინფექციებს სხეულის სხვა ტენიან ადგილებში, როგორებიცაა, პირის ღრუ, კანის ნაკეცები და ფრჩხილის სარეცელები. სოკოვანი ინფექცია ასევე იწვევს საფენის გამონაყარის განვითარებასაც.

ტრიქომონიაზიეს გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გამოწვეულია მიკროსკოპული, ერთუჯრედიანი პარაზიტით, სახელით Trichomonas Vaginalis. აღნიშნული მიკროორგანიზმით ვრცელდება ინფექციით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის გზით.

მამაკაცებში პარაზიტი, ჩვეულებრივ, აზიანებს საშარდე გზებს, თუმცა, ხშირად, არ იწვევს კლინიკური სიმპტომების განვითარებას და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ქალებში, ტრიქომონიაზი, როგორც წესი, აზიანებს საშოს მიდამოს და, მეტი ალბათობაა, გამოიწვიოს კლინიკური სიმპტომატიკა. ინფიცირება ტრიქომონიაზით, ასევე ზრდის ქალებში სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმღებლობის ალბათობასაც.

არაინფექციური ვაგინიტივაგინალური სპრეი, გამოსარეცხი საშუალებები, სურნელოვანი საპნები, სურნელოვანი დასაბანი საშუალებები და სპერმიციდები შესაძლოა იწვევდნენ ალერგიული რეაქციის განვითარებას ან აღიზიანებდნენ ვულვისა და საშოს მიდამოებს. უცხო სხეულებმა, როგორებიცაა, მაგ: ტუალეტის ქაღალდი ან დავიწყებული ტამპონის დარჩენა საშოში, შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ვაგინალური ქსოვილების გაღიზიანება და ანთებითი პროცესის განვითარება.

მენოპაუზის პერიოდის გენიტო-ურინარული სინდრომი (საშოს ატროფიაატროფიული ვაგინიტი): პოსტმენოპაუზურ პერიოდში ან საკვერცხეების ქირურგიული გზით მოცილების შემდგომ განვითარებულმა ესტროგენების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური ლორწოვანი გარსის გათხელება, ზოგჯერ, საშოს გაღიზიანება, წვა და სიმშრალის განვითარება.

 

რისკ-ფაქტორები:

ფაქტორები, რომლებიც ზრდის ვაგინიტის განვითარების რისკებს, მოიცავს შემდეგს:
- ჰორმონალური ცვლილებები, როგორებიცაა, ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება ან მენოპაუზა

-  სქესუალური აქტივობა
-  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა
-  მედიკამენტები, როგორებიცაა ანტიბიოტიკები და სტეროიდები
-  სპერმიციდების გამოყენება კონტრაცეფციის მიზნით
-  არაკონტროლირებული დიაბეტი
-  ისეთი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა: აბაზანის ბურთები,
ვაგინალური სპრეი ან ვაგინალური დეოდორანტები.
-  საშოს გამორეცხვის პროცედურების წარმოება
-  ტენიანი ან მჭიდრო ტანსაცმლის ტარება

-  საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის (IUD-სპირალი) გამოყენება კონტრაცეფციის მიზნით

 

გართულებები:
ტრიქომონიაზის ან ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ქალებს, ამ დარღვევების არსებობის გამო გამოწვეული ანთებითი პროცესის ხელშეწყობით, აქვთ სქესობრივი გზით ინფექციების მიმართ მიმღებლობის და მათი განვითარების განსაკუთრებით მომატებული რისკები.


პრევენცია:
სწორი ჰიგიენა ხელს უშლის ზოგიერთი სახის ვაგინიტის განმეორებას და ხელს უწყობს სიმპტომების ნაწილისგან გათავისუფლებასაც:

-  მოერიდეთ აბაზანებს, ცხელი წყლის აბაზანებსა და ჯაკუზებს
-  თავიდან აიცილეთ გამღიზიანებლების გამოყენება, როგორებიცაა: სურნელოვანი

ტამპონები, საფენები, გამოსარეცხი საშუალებები და სურნელოვანი საპნები. შხაპის შემდგომ კარგად ჩამოიბანეთ დასაბანი საშუალებები გარეთა სასქესო ორგანოებიდან და კარგად გაიმშრალეთ ეს მიდამოები გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. არ გამოიყენოთ უხეში საპნები, როგორებიცაა დეოდორანტები ან ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე საპნები ან აბაზანის ბურთები.

- საპირფარეშოში ქაღალდის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს წინიდან უკან, ამით თავიდან აიცილებთ ფეკალური ბაქტერიების გავრცელებას თქვენს ვაგინალურ მიდამოში. იგივე წესი უნდა დაიცვათ ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დროსაც.

სხვა რჩევები, რომლებიც შესაძლოა თამაშობნენ დამხმარე როლს ვაგინიტის თავიდან აცილებაში, მოიცავს შემდეგს:

მოერიდეთ საშოს გამორეცხვის პროცედურების წარმოებას!! გახსოვდეთ, რომ საშო არ საჭიროებს სპეციალურ გაწმენდას და გამორეცხვას, გარდა რეგულარული შხაპით, გამდინარე წყლის გამოყენებით გარეთა სასქესო ორგანოების ჩამობანისა. განმეორებითი დუშინგი არღვევს ნორმალურ ვაგინალურ მიკრობიომას, ამცირებს საშოს დამცავი ბაქტერიების რაოდენობას და შესაძლოა გაზარდოს ვაგინალური ინფექციების განვითარების რისკები. დუშინგი არ გათავისუფლებთ ვაგინალური ინფექციებისგან!

- უსაფრთხო სექსის პრაქტიკა: კონდომის გამოყენება სქესობრივი კონტაქტის დროს და სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შემცირება დაგეხმარებათ ვაგინალური ინფექციების განვითარების რისკების შემცირებაში.

- ატარეთ ბამბის საცვლები, ასევე კოლგოტი, ბამბის შუა ნაწილით. გახსოვდეთ, რომ ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექცია განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდება ტენიან გარემოში.

 

დიაგნოსტიკა:

ვაგინიტის დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან. კონსულტაციის დროს ჩვენ:

- გადავხედავთ თქვენს სამედიცინო ისტორიას, რაც მოიცავს ინფორმაციას წარსულში ვაგინალური ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობის შესახებ.

- ჩავატარებთ მენჯის ღრუს გამოკვლევას. გასინჯვის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ვაგინალური სარკის გამოყენება, რაც დაგვეხმარება საშოს მიდამოს ანთების და გამონადენის მეტად დეტალურად შესაფასებლად.

- ავიღებთ ნიმუშს ლაბოარატორიული ტესტირებისთვის. ანამნეზის და კლინიკური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დაგვჭირდეს საშვილოსნოს ყელის ან ვაგინალური გამონადენის ნიმუშის აღება ლაბორატორიული ტესტირების მიზნით, რათა მოვახდინოთ ვაგინიტის ტიპის დიაგნოსტირება.

- PH ტესტის ჩატარება. შემთხვევათა ნაწილში ვიყენებთ ვაგინალური PH-ის განსაზღვრას, რისთვისაც სპეციალურ ტესტ-ჯოხს ან ტესტ-ქაღალდს ვათავსებთ საშოს კედელზე, შემდეგ კი ვაკვირდებით მათ შეფერვას. მომატებული ვაგინალური PH შესაძლოა მიუთითებდეს ბაქტერიული ვაგინოზის ან ტრიქომონიაზის არსებობაზე. თუმცა, სადიაგნოსტიკოდ, მხოლოდ ამ ტესტის გამოყენება არ არის მიჩნეული საიმედო სადიაგნოსტიკო მეთოდად.

 

მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც პაციენტის ანამნეზურ მონაცემებზე, ასევე გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომატიკაზე, რისკ-ფაქტორებზე, ვაგინიტის ტიპსა და მის გამომწვევზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვაგინიტის სამკურნალოდ შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი მოქმედების ინფექციისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, მენოპაუზის პერიოდის გენიტო-ურინარული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში კი - ჰორმონალური თერაპია. იმ პირობებში, როდესაც გამოირიცხება ყველა შესაძლო პათოგენის არსებობა და მოხდება არაინფექციური ვაგინიტის დიაგნოზის დასმა, პაციენტს ვაძლევთ დეტალურ მითითებებს ყველა იმ შესაძლო გამღიზიანებელ ფაქტორთან და მათი თავიდან არიდების გზებთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გამოვლენილი სიმპტომების უკუგანვითარებასა და მოსალოდნელი რეციდივების რისკის შემცირებაში. მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია ნორმალური ვაგინალური მიკრობიოტის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაზე ზრუნვაც, რისთვისაც, ზემოთ მოწოდებულ რეკომენდაციებთან ერთად, ვიყენებთ მიზანმიმართულ მკურნალობას.

 

იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

კითხვებისთვის და გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ შეტყობინება Facebook გვერდზემეან-გინეკოლოგი მარიამ ანდღულაძე / Mariam Andghuladze MD ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 598 63 89 39