ეპიგენეტიკა და შენი წინაპრების გავლენა შენზე
თარიღი: 07 სექტემბერი, 2025
მათ ახსოვთ არა მხოლოდ ის, რასაც ჩვეულებრივ საუზმეზე მიირთმევთ, არამედ ისიც, თუ რას ჭამდნენ დედა და ბებია ორსულობისას…
უჯრედებს კარგად ახსოვთ, რაოდენ აქტიურად კავდებით სპორტით და რამდენად ხშირად სვამთ ალკოჰოლს.
უჯრედის მეხსიერება ინახავს თქვენს ვირუსებთან შეხვედრების იტორიას და იმასაც, თუ რამდენად მოსიყვარლე პირობებში იზრდებოდით ბავშვობაში.
უჯრედული მეხსიერება წყვეტს, გექნებათ თუ არა მიდრეკილება სიმსუქნისა ან დეპრესიისკენ და სწორად უჯრდული მეხსიერების გამო ჩვენ განვსხვავდებით შიმპანზეებისგან, თუმცა დაახლოებით იგივე გენომი გვაქვს.
ჩვენი უჯრედების ამ საოცარი თვისების აღმოჩენა-გაგებას მეცნიერება "ეპიგენეტიკა"-მ შეუწყო ხელი.
ეპიგენეტიკა თანამედროვე მეცნიერების საკმაოდ ახალგაზრდა სფეროა. იგი არც ისე კარგად ცნობილია, როგორც მისი "ღვიძლი და" - გენეტიკა. ბერძნულიდან თარგმნილი პრეფიქსი "ეპი" ნიშნავს "ზემოთ", "ზემოდან", ზე".
ეპიგენეტიკამ თავისი დასკვნებით შეარყია გენეტიკაში დამკვიდრებული დოგმები.
ჩატარდა მრავალი ბრწყინვალე ექსპერიმენტები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ გენომზე ზემოქმედების ეპიგენეტიკური მექანიზმები არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის სისტემების ფუნქციონირებაში, არამედ ისინი (გენომზე ზემოქმედების მექანიზმები) მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს 3-4 თაობას.
გენეტიკა შეისწავლის პროცესებს, რომლებიც იწვევს ჩვენს გენებში დნმ – ში ცვლილებებს. ხოლო ეპიგენეტიკა შეისწავლის გენური აქტივობის ცვალებადობას, დნმ – ის პირველადი სტრუქტურის უცვლელობის პირობებში.
ეპიგენეტიკა ჰგავს "მეთაურს", რომელიც გარე სტიმულების საპასუხოდ, მაგ: როგორიცაა კვება, ემოციური სტრესი, ვარჯიში და სხვა… ჩვენს გენებს აძლევს ბრძანებებს, გაზარდონ ან, პირიქით, შეამცირონ მათში არსებული მოცემულობის გამოვლინება.
RPT Sakartvelo არის RPT-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში
ჩვენთან სწავლის დეტალებზე მოგვწერეთ