Nuk
მეტაბოლური სინდრომი და ლიმფოდრენაჟი

თარიღი: 20 მარტი, 2024

ჭარბი წონა და მისი გართულება მეტაბოლური სინდრომი - 21-ე საუკუნის სერიოზულ გამოწვევად იქცა. ჭარბი წონა ესთეტიკურ პრობლემასთან ერთად,მრავალი სამედიცინო პრობლემის წინაპირობაა,რადგან დარღვეულია  გლუკოზის  და ლიპიდური(ცხიმოვანი)ცვლა, ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში იწყება პათოლოგიური, შეუქცევადი პროცესები.მეტაბოლური სინდრომი კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსია, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური სიმსუქნე,ინსულინრეზისტენტობა,ჰიპერტენზია და დისლიპიდემია.

ეს დარღვევები კი მომავალში დაავადებების ფორმით გამოვლინდება: საკვერცხის პოლიკისტოზი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმოვანი ჰეპატოზი და სხვა.


მისი მკურნალობის და პრევენციის მეთოდები კომპლექსურია:
ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილ-ღვიძილის რიტმის მოწესრიგება, გლიკემიის კონტროლი და ლიპიდური ცვლის მოწესრიგება-სწორად შერჩეული სამკურნალო საშუალებებით, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ჭარბი წონის და მისგან გამომდინარე მეტაბოლური სინდრომის მკურნალობაში არის ლიმფის მანუალური დრენაჟი,რომელიც სამკურნალო პროცედურაა და აუმჯობესებს  ქსოვილოვანი სითხის ცირკულაციას,რაც ხელს უწყობს ორგანიზმის განთავისუფლებას ჭარბი შლაკებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას.

ლიმფოდრენაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს შეშუპებას და იწვევს წონის კლებას.

ლიმფის მანუალური დრენაჟი ხორციელდება ლიმფური მიმოქცევის მიმართულებით, სრულდება ხელით, ნიშნავს ექიმი და აუცილებელია მისი შესრულება მაღალი კვალიფიკაციის ლიმფოლოგის მიერ, რადგან არასწორმა პროცედურამ შესაძლოა დააზიანოს როგორც ლიმფური ძარღვები,ასევე სისხლძარღვები და ქსოვილები.

ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასჟის განსაკუთრევბული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით კურსობრივად.

მეტაბოლური სინდრომის მართვა - სწორად შერჩეული დიეტით, სამკურნალო სქემით და ლიმფოდრენაჟით, საუკეთესო შედეგის მომტანია, რომელიც  წონის კლებასთან და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებასთან ერთად,იცავს პაციენტს შესაძლო გართულებებისგან.