Nuk
ზაფხული და სახსრების ტკივილი

თარიღი: 02 ივლისი, 2026

ზაფხული და სახსრების ტკივილირატომ უმწვავდება ზოგიერთ ადამიანს ეს პრობლემა სიცხეში? მართლა მოქმედებს თუ არა სიცხე? რატომ ამბობს ზოგი, რომ ზაფხულში უფრო სტკივა, ზოგს კიპირიქით, ტკივილი უმსუბუქდება?

 

ლელა ტაბიძე - რევმატოლოგი

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სახსარი ორგანიზმისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ "სახსრები მტკივა", მიზეზი ყოველთვის თავად სახსარი არ არის. ამიტომ ამ ჩივილს მთლიანად ორგანიზმის კონტექსტში უნდა შევხედოთ.

ზაფხულში, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს, სისხლძარღვები ფართოვდება. შედეგად, ვენური და ლიმფური სისტემ ყოველთვის ვერ ასწრებს ამ სითხის სრულად უკან დაბრუნებას. ამიტომ ვითარდება მსუბუქი შეშუპება, განსაკუთრებით ტერფებში, წვივებსა და ხელის მტევნებში.

ბევრ ადამიანს უთქვამს: "ზაფხულში ბეჭედი აღარ მეტევა" ან "ხელები და ფეხები მისივდება." ასეთ დროს ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახსრებია შეშუპებული, თუმცა სინამდვილეში შეშუპებულია მათ გარშემო არსებული რბილი ქსოვილები და არა თავად სახსარი.

ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, შებოჭილობის შეგრძნება და ზოგჯერ მსუბუქი ტკივილიც, რის გამოც ადამიანს ჰგონია, რომ სახსრების დაავადება გაუმწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ხშირად სისხლძარღვებისა და სითხის დაგროვების შედეგია.

მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებსაც ზაფხულში, პირიქით, სახსრები ნაკლებად აწუხებთ. განსაკუთრებით ეს შეიძლება შეამჩნიონ მათ, ვისაც ოსტეოართრიტი ან სახსრის ძველი დაზიანება აქვს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ატმოსფერული წნევის ცვლილებაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ კავშირის შესახებ კვლევების შედეგები ბოლომდე ერთმნიშვნელოვანი არ არის.

რომ შევაჯამოთ, ზაფხულში სახსრების ჩივილების გაძლიერება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სახსრის დაავადება პროგრესირებს. ზოგჯერ მიზეზი უბრალოდ სიცხით გამოწვეული შეშუპებაა. ზოგიერთ ადამიანს კი, პირიქით, თბილ ამინდში სიმპტომები უმსუბუქდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდეს ექიმის მიერ.

2. კონდიციონერი და სახსრებიმითი თუ რეალური საფრთხე? შეუძლია თუ არა კონდიციონერს ტკივილის ან ანთების გამოწვევა?

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა ზაფხულში. ბევრს სჯერა, რომ კონდიციონერს შეუძლია სახსრებ ანთებითი დაავადების გამოწვევა, თუმცა რეალურად კონდიციონერს არ შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ჭეშმარიტად ანთებითი დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი ან სხვა აუტოიმუნური ართრიტები.

მაშინ რატომ ამბობს ამდენი ადამიანი, რომ კონდიციონერის გამოყენების შემდეგ ტკივილი დაეწყო?

ცივი ჰაერის პირდაპირი ზემოქმედებისას კუნთები შეიძლება უნებლიედ დაიძაბოს, დაიჭიმოს. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია სიცივეზე. შედეგად ვითარდება კუნთის სპაზმი, რომელიც იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და შებოჭილობის შეგრძნებას. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ სახსარი სტკივა, თუმცა სინამდვილეში ტკივილის წყარო კუნთი ან მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილებია.

გარდა ამისა, ცივ გარემოში შეიძლება გამწვავდეს უკვე არსებული რადიკულოპათია. ასეთი პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ აქვთ ნერვის ანთება. თუ ადამიანს კისრის ან წელის სეგმენტში აქვს პრობლემ, სიცივით გამოწვეულმა კუნთების დაჭიმულობამ შეიძლება ნერვზე დამატებითი ზეწოლა შექმნას და გამოიწვიოს ტკივილი, რომელიც ვრცელდება ხელში ან ფეხში, დაბუჟება, ჩხვლეტა ან ზოგჯერ კუნთის სისუსტეც. ასეთ დროს პრობლემა არც სახსარშია და არც თავად კონდიციონერშიკონდიციონერი მხოლოდ ერთგვარი გამღიზიანებელი ფაქტორია, რომელმაც უკვე არსებული პრობლემა გამოავლინა. სხვა სიტუაციაში ასეთი როლი შეიძლება უხერხულმა მოძრაობა, ხანგრძლივმა მგზავრობამ ან თუნდაც სიმძიმის წევამ შეიავსოს.

ამ ყველაფრისგან ძალიან განსხვავდება სახსრის ანთება. ართრიტისთვის დამახასიათებელია სახსრის შეშუპება, სახსარი შეხებით თბილია, მოძრაობისას არის ტკივილი და განსაკუთრებით დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთზე მეტხანს გრძელდება. შემთხვევაში მიზეზი იმუნური სისტემის მიერ პროვოცირებული ანთებაა და არა სიცივე ან კონდიციონერი.

კონდიციონერი არ იწვევს სახსრის ანთებით დაავადებას, მაგრამ შეუძლია გაამწვაოს უკვე არსებული პრობლემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად განვასხვაოთ, საიდან მოდის ტკივილი, რადგან მკურნალობაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

3. ზღვა, აუზი და მინერალური წყლებივის ეხმარება და ვის არა? სასარგებლოა თუ არა ცურვა რევმატოლოგიური დაავადებების დროს? ზღვის წყალს აქვს თუ არა სამკურნალო ეფექტი? აუზი ყველასთვის უსაფრთხოა?

რაც შეეხება ზღვასა და აუზს, ხშირად გვესმის: ზღვიდან რომ ჩამოვედი, თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი.“ ეს ნამდვილად ხშირი გამოცდილებაა, თუმცა მიზეზი, როგორც წესი, ზღვის წყლის განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები არ არის.

უფრო ხშირად ეფექტი დაკავშირებულია იმასთან, რომ დასვენების პერიოდში ადამიანი მეტად მოძრაობს, ყოველდღიურად ცურავს, დადის ფეხით, ნაკლებ სტრესს განიცდის და უკეთ სძინავს. სწორედ რეგულარული ფიზიკური აქტივობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არამედიკამენტურიმკურნალობა ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების დროს

კლინიკა

გოთუას სამედიცინო ცენტრი

კლინიკა: გოთუას სამედიცინო ცენტრი
მისამართი: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. 2
ტელ: (995 32)2 520 533; 599 49 02 55
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/gotuamedicalcenter

ბოლო სიახლეები