საინჰალაციო პრეპარატების მნიშვნელობა ქრონიკული რესპირატორული დაავადებების თანამედროვე მართვაში
თარიღი: 06 ივლისი, 2026
ქრონიკული რესპირატორული დაავადებები კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. ბრონქული ასთმა 260 მილიონეზე მეტ ადამიანს , ხოლო ფილტვის ქრ. ობსტრუქციული დაავადება( COPD)
დაახლოებით 390 მილიონ ადამიანს აღენიშნება მსოფლიოში , რაც სიკვდილიონობის რიგით მე-3 მიზეზია. დაავადებების მკურნალობისა და კონტროლის მთავარი პრინციპია პრეპარატის მაქსიმალურად ეფექტური მიწოდება სასუნთქ გზებში მინიმალური სისტემური გვერდითი ეფექტებით . სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჰალაციო თერაპია, რომლის განვითარებამაც მედიცინაში ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური გარდატეხა მოახდინა და დღესდღეობით საინჰალაციო თერაპია ასთმისა და ფილტვის ქრ. ობსტრუქციული დაავადების (COPD) მკურნალობის ქვაკუთხედს წარმოადგენს . განსაკუთრებულით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კაფსულირებულ მშრალი ფხვნილის საინჰალაციო მოწყობილობებს ( Dry Powder Inhalers-DPI). რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს რესპირატორული დაავადებების მკურნალობის, მართვის თანამედროვე სტანდარტები მარტივი მოხმარებისა, სანდოობის და ეფექტურობის გამო.
ბოლო წლების კველევები და განახლებული საერთაშორისო რეკომენდაციები ხაზს უსვამს სწორად შერჩეული საინჰლაციო მოწყობილობების და ინჰალაციის ტექნიკის მნიშვნელობას .დაავადების ეფექტური კონტროლის , გამწვავებების შემცირებისა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 2025-2026 წლის GINA-ს და GOLD-ის რეკომენდაციების ძირითად ასპექტებში წარმოჩენილია DPI -კაფსულირებული ინჰალატორების უპირატესობა pMDI და SMI მოწყობილობებთან
მიმართებაში .
კაფსულირებული მშრალი ფხვნილის ინფალატორები ფართოდ დაინერგა 1980 -იანი წლებიდან. მათი მთავარი უპირატესობაა , რომ თითოეული დოზა მოთავსებულია ცალკეულ კაფსულაში, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის სტაბილურობას, დოზირების სიზუსტესა და დაბინძურების დაბალ რისკს .თანამედროვე DPI სისტემები გაუმჯობესებული აეროდინამიური მექანიზმებით, რაც უზრუნველყოფს ფხვნილის ეფექტურ დისპერსიას და პრეპარატის ღრმა დეპო ზიციას ქვედა სასუნთქ გზებში .
მშრალი ფხვნილის ინჰალატორები(DPI)არ საჭიროებს პაციენტის მიერ ჩასუნთქვისა და მოწყობილობის გააქტიურების კოორდინაციას , რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გამოყენების დროს შეცდომების ალბათობას . დოზირებული აეროზოლური ინჰალატორები(pMDI)ეფექტურია, თუმცა მათი გამოყენება ხშირად საჭიროებს ინჰალაციის დროს სწორ კოორდინაციას ან სპეისერის დამატებით გამოყენებას.
საინჰალაციო მოწყობილობების არჩევა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფარმაკოლოგიურ მახასიათებლებს, არამედ პაცინტის ასაკს , ინსპირაციის შესაძლებლობას, პაციენტის მოტორულ ფუნქციას და დამყოლობას.
2025-2026 წლის GINA-სა და GOLD-ის რეკომენდაციებში ხაზგასმითაა წარმოჩენილი , რომ არასწორი ინჰალაციის ტექნიკა მკურნალობის წარუმატებლობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ყოველი ვიზიტის დროს აუცილებელია პაციენტის ტექნიკის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
უახლესი კვლევები ადასტურებს , რომ თანამედროვე კაფსულირებული DPI სისტემები
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მკურნალობას, კონტროლს ,ამცირებს გამწვავებებისა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს.ზრდის ფილტვის ფუნქციურ მაჩვენებლებს და პაციენტის ცხოვრების ხარისხს .
სამომავლოდ ინჰალაციური თერაპია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება რესპირატორული დაავევდებების მართვაში პერსონალიზებულ მედიცინაში.
ადამიანების ერთ-ერთი მთავარი უფლებაა იყვნენ ბედნიერიები და ჰქონდეთ ჯანსაღი სუნთქვა - უკეთესი ცხოვრებისთვის.