Nuk
საშიშია თუ არა ლურჯი ლაქები ახალშობილის კანზე

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2022

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ისეთ აქტუალურ თემაზე წერს, როგორიცაა ლურჯი ლაქები ახალშობილის სხეულზე.

„მოგესალმებით ძვირფასო დედიკოებო, თქვენს მიერ ხშირად დასმულ კითხვას წარმოადგენს მოლურჯო ან მოლურჯო-მონაცრისფრო ლაქების არსებობა თქვენი ახალშობილის კანზე,რომელსაც მონგოლოიდური ლაქები ჰქვია(90%-ში გვხვება იმ ახალშობილებში,რომლებიც მიეკუთვნებიან მონგოლურ რასას) ხშირად საკრალურ ლაქებსაც უწოდებენ,სამედიცინო ენაზე კი მას დერმული მელანოციტოზი ეწოდება, ეს ლაქები ძირითადად მუქი კანის ფერის მქონე ახალშობილებში გვხვდება, თეთრკანიანებში მხოლოდ 10-12%-ში, გოგონებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით.

შეიმჩნევა უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან, ახალშობილებში დაბადებისთანავეა გამოხატული მომრგვალო,ან არათანაბარი კიდეების მქინე მოლურჯო ან მოლურჯო-მონაცრისფრო ლაქები, ძირითადად გავა-თეძოს,დუნდულების,წელის არეში, ან სხეულის სხვა მიდამოებში მონგოლოიდური ლაქა აბსოლუტურად უსაფრთხოა ის არასდროს არ ტრანსფორმირდება მელანომაში არ საჭიროებს მკურნალობას ხშირად 12-24 თვიდან ფერმკრთალდება და ქრება 5-6 წლის ასაკში, თუმცა, შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეს. თანამედროვე დერმატოლოგია თვლის, რომ მონგოლოიდური ლაქების წარმოქმნის მიზეზი არის ემბრიონული განვითარების სტადიაში მელანოციტების მიგრაციის პროცესის დარღვევა, როდესაც მელანოციტების ნაწილი რჩება დერმაში, მათ მიერ პროდუცირებული მელანინი არის მიზეზი მორუხო-მოლურჯი ლაქების წარმოქმნისა.

ასე რომ არ შეშინდეთ, თუ თქვენი ახალშობილის კანზე ასეთ ლაქას შენიშნავთ! ის მას არასდროს არ მიაყენებს ზიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ“ 

წყარო: https://fortuna.ge