Nuk
რამდენად გავრცელებულია ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია

თარიღი: 29 მარტი, 2023

ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება პაპილომავირუსით.

პაპილომავირუსის მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც წარმოადგენს ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს მკერდის კიბოს შემდეგ.

მამაკაცებში მაღალი რისკის პაპილომავირუსებით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს ასოს ან ანუსის კიბოს განვითარება.

შესაძლებელია თუ არა ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის თავიდან აცილება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინა შეიცავს პატარა ნაწილაკებს, რომლის სტრუქტურა ვირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მსგავსია. ამ ნაწილაკებს არ შეუძლიათ ინფექციის გამოწვევა, მაგრამ ვაქცინის ინექციის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა ამ ნაწილაკებს ვირუსის მსგავსად პასუხობს. ამ ნაწილაკების წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით,
ორგანიზმი ქმნის დამცავ სისტემას, რომელსაც ინფიცირების შემთხვევაში, ნამდვილი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

პაპილომავირუსების საპროფილაქტიკოდ არსებობს ვაქცინა, რომელიც 26 წლამდე ასაკის გოგონებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა. აღნიშნული ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა ნეოლაბში.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა - ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის კიბოს ასოციაცია.

წყარო:
Clinic NeoLab • კლინიკა ნეოლაბი