Nuk
მელატონინის დონის ცვლილება ძილის ფაზების მიხედვით

თარიღი: 23 ივნისი, 2023

მელატონინი - ეს არის ჰორმონი, რომელიც ესაჭიროება ადამიანის ორგანიზმს ძილის რეგულაციისთვის. მელატონინი წარმოადგენს ჩაძინების პროცესის გამშვებ ფაქტორს. იგი გამომუშავდება თავის ტვინში, კონკრეტულად კი ეპიფიზში, დაბნელებისას. ამ პერიოდში ადამიანს ბუნებრივად ეძინება. მელატონინის გამომუშავება გათენებასთან ერთად მცირდება და ბოლოს წყდება - ადამიანი იღვიძებს და დგება სიფხიზლის ფაზა. ეს წარმოადგენს ცირკადული რიტმის ძირითად მექანიზმს. განათების ცვლილების შესახებ თავის ტვინი სიგნალს იღებს თვალის ბადურის საშუალებით. იმის გამო, რომ წელიწადის დროების მიხედვით დღის სინათლის ხანგრძლივობა იცვლება, მელატონინის გამომუშავება მაქსიმალურია ზამთრის, ხოლო მინიმალური - ზაფხულის პერიოდში.

 

ხშირად მელატონინის დეფიციტი და შესაბამისად, ძილის დარღვევა გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც უწევთ მუშაობა საღამოს და ღამის პერიოდში, ასევე მათ, ვინც დღე-ღამის ბნელ პერიოდში იყენებს განათებულ ეკრანს. ორგანიზმში მელატონინის დონე იცვლება ასაკთან ერთადაც - მელატონინის დონე მაღალია ბავშვებში, ხოლო შემცირებულია ასაკოვან ადამიანებში.

ასეთ შემთხვევებში კარგ შედეგს იძლევა მელატონინის შემცველი პრეპარატების გამოყენება. მათი მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 1 საათით ადრე.

 

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი - არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის მელატონინი და სამი მცენარე - ვალერიანი, პასიფლორა და ეშოლცია, ვიტამინ ბ6-თან ერთად.

გარდა ეფექტური შემადგენლობისა (სედატიური მცენარეები და ვიტამინი ბ6 აძლიერებენ მელატონინის საძილე ეფექტს), არკორელაქსი მშვიდი ძილის ტაბლეტები ორშრიანია - ინგრედიენტების ორ ეტაპიანი გამოთავისუფლებით. პირველ ეტაპზე გამოთავისუფლდება მელატონინის და სედატიური მცენარეების ერთი ნაწილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, ხოლო მეორე, გახანგრძლივებულ ეტაპზე გამოთავისუფლდება მელატონინის და სედატიური მცენარეების მეორე ნაწილი, რაც უზრუნველყოფს ძილის უწყვეტობას და ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი
მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09