Nuk
"დიაგნოსტიკის როლი თანამედროვე მედიცინაში: რა უზრუნველყოფს ლაბორატორიული კვლევის სიზუსტეს?

თარიღი: 11 თებერვალი, 2026

მედიცინაში არსებობს ასეთი გამოთქმა: „სწორი მკურნალობა სწორი დიაგნოზით იწყება“. სტატისტიკურად, კლინიკური გადაწყვეტილებების 70%-ზე მეტი სწორედ ლაბორატორიულ კვლევებს ეფუძნება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა გზას გადის სინჯარაში მოთავსებული საანალიზე  მასალა  ნიმუშის აღებიდან  საბოლოო შედეგის მიღებამდე 

ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მაგალითზე განვიხილავთ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხს განსაზღვრავს.

 

საერთაშორისო სტანდარტი — ISO 15189
ბევრს სმენია ISO აკრედიტაციის შესახებ, თუმცა სამედიცინო სფეროში ISO 15189 განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ეს არ არის უბრალოდ „ხარისხის ნიშანი“ — ეს არის მკაცრი პროტოკოლი, რომელიც აკონტროლებს პროცესს ნიმუშის აღებიდან შედეგის გაცემამდე.

2024 წლიდან სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორატორია სწორედ ამ სტანდარტით მუშაობს. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ 2025 წელს ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ პროცესების მართვა და პერსონალის კომპეტენცია უმაღლეს ნიშნულზეა, რაც პაციენტისთვის შეცდომის რისკის მინიმუმამდე დაყვანას ნიშნავს.

 

ტექნოლოგიური ავტომატიზაცია
თანამედროვე ლაბორატორია წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური ანალიზატორების გარეშე. ავტომატიზაცია გამორიცხავს ე.წ. „ადამიანურ ფაქტორს“ რუტინულ პროცესებში. ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური თუ იმუნოლოგიური კვლევებისას სიზუსტე და სისწრაფე პირდაპირ კავშირშია იმ აპარატურასთან,  რომლითაც აღჭურვილია ცენტრის ლაბორატორია.

ჩვენს ლაბორატორიაში კვლევის ციკლი სრულად ავტომატიზებულია: ნიმუშის მიღებიდან შედეგის გაცემამდე პროცესს მართავს მაღალტექნოლოგიური სისტემა, რაც გამორიცხავს ადამიანურ ჩარევას და, შესაბამისად, ნებისმიერ ტექნიკურ ცდომილებას. სწორედ ეს რობოტიზებული მიდგომა უზრუნველყოფს ანალიზების უტყუარობასა და მაქსიმალურ სიზუსტეს.

ავტომატიზაცია უზრუნველყოფილია ლაბორატორიული ციკლის ყველა ეტაპზე ცენტრში დანერგილი საინფორმაციო  სისტემების საშუალებით.  ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემა (HIS) დაინტეგრირებულია ლაბორატორიულ სისტემასთან (LIS), ეს უკანასკნელი თავის მხრივ დაკავშირებულია ანალიზატორებთან. ჩატარებული კვლევის შედეგი ავტომატურად შესრულებისთანავე აპარატებიდან გადადის LIS-ში, და შემდეგ HIS-ში. საინფორმაციო სისტემების შეუფერხებელი,  სინქრონული მუშაობა შესაძლებლობას უქმნის როგორც პაციენტს , ასევე სამედიცინო პერსონალს მიკვლევადი, სტანდარტიზებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი გახადოს ლაბორატორიული სერვისის მიწოდება ლაბორატორიული ციკლის ნებისმიერ  -პრეანალიზურ, ანალიზურ და პოსტანალიზურ- ეტაპზე.

 

ხარისხის   გარე კონტროლი და ევროპული სტანდარტი
შიდა ხარისხის კონტროლი ყოველდღიური პროცესია, თუმცა ობიექტურობისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი , კომპეტენტური მესამე მხარის მიერ ჩატარებული ე.წ. გარე შეფასება. ცენტრის ლაბორატორიის მუშაობას რეგულარულად ამოწმებენ ევროპული რეფერენს ლაბორატორიები. გერმანიის ბიორეფერენსინსტიტუტის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები ცენტრის ლაბორატორიის საერთაშორისო აღიარების დასტურია.

აკადემიური ბაზა და პროფესიონალიზმი
ცენტრის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.  ლაბორატორიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს თანამედროვე მეთოდებით სწავლებასა და გადამზადებას ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით.

ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნინო აბესაძე, 15-წლიანი გამოცდილებით, და ხარისხის მენეჯერი ლელა ფანცულაია, 20-წლიანი სტაჟით, აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევიან წამყვან უნივერსიტეტებში.

ეს კავშირი პრაქტიკულ მედიცინასა და აკადემიურ სფეროს შორის უზრუნველყოფს იმას, რომ ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება უახლესი მეთოდები, იქნება ეს სიმსივნური, აუტოიმუნური  თუ იშვიათი ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და კვლევა.