Nuk
5 რჩევა ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად

თარიღი: 22 ივნისი, 2020

ტემპერატურა სულ უფრო იმატებს, რაც იმას ნიშნავს რომ გაგრილების დროა. სხეულის გადახურება მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა სხეულის ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა.

მაშინ, როდესაც COVID 19 -მა მსოფლიო მოიცვა და  ყველანაირი საკურორტო ზონის, აკვა პარკების თუ ტყის გრილი ნაკრძალების კარი დაიხურა, საჭიროა ალტერნატიული გაგრილების საშუალებებზე ვიფიქროთ. როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე და კომფორტი სახლის პირობებში და როგორ გავუძლოთ ზაფხულის მომავალ ორ ცხელ თვეს?

მაშ ასე:
1. ატარეთ რაც შეიძლება ღია ფერის სამოსი – უპირატესობა მიანიჭეთ ჰაერის გამტარ ბამბის ქსოვილს. მოერიდეთ სინთეტიკურ ნაჭერს,რომელიც არ ატარებს ჰაერს, რის გამოც კანი ვერ სუნთქავს. ღია ფერის სამოსი უფრო ნათელი, მსუბუქი და თხელია. შავი ფერის სამოსში ყოველთვის ორჯერ უფრო მეტად დაგცხებათ.

2. მიირთვით ტროპიკული ხილი და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული მწვანე ბოსტნეული –  სიგრილის შესანარჩუნებლად მხოლოდ ვიზუალური გამოხატულება არ კმარა. მიირთვით ტროპიკული ხილი, მაგალიტად კივი, რომელიც შეიცავს 84% – ით წყალს და C ვიტამინს. დალიეთ ცივი სასმელი პიტნით. იგი ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას. კარგი იქნება მიირთვათ კიტრი, რომელიც ასევე წყლითაა გაჯერებული. ბევრი წყალი კანის სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს. სიგრილის შესანარჩუნებლად კარგია თუ დალევთ ლაიმის წვენს ყინულით.

3. ატარეთ სანდლები – მაშინ როდესაც ადამიანის ფეხის ტერფები დაფარულია სქელი დახურული სპორტული ფეხსაცმლით და მაღალყელიანი წინდით, ფრჩხილის ზედაპირი ვერ სუნთქავს, ასევე ირღვევა კანის სტრუქტურა – გადახურდება და ჩნდება ე.წ. მაზოლი, სოკო და სხვა. ღია ფეხსაცმელი კი საუკეთესო გამოსავალია პრობლემის თავიდან ასაცილებლად. თანაც, თქვენ გაცილებით მსუბუქად ივლით.

4. უარი თქვით მძიმე მაკიაჟზე – ზაფხულში ყველაზე კარგი მაკიაჟი ბუნებრივი, ჯანმრთელი რუჯია. სახის კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ზონაა, ასე რომ ცხელ დღეებში მაკიაჟით მისი დატვირთვა ნამდვილად ვერ გაგაგრილებთ. დაიტენიანეთ მსუბუქი სახის კრემით.

5.  ნუ მიეჩვევით კონდიციონერს –  გარდა იმისა, რომ კონდიციონერი და სხვადასხვა გაგრილების საშუალებები ჯანმრთელობისთვის საზიანოა (იგი შთანთქავს ოთახში არსებულ ჟანგბადს) ასევე რთულია ტემპერატურის დაბალანსება. თუ თქვენ საათობით ცივ ოთახში ზიხართ, ქუჩაში გამოსვლის დროს ორმაგად დაგცხებათ, რადგან თქვენი სხეული ეჩვევა გრილ ტემპერატურას, შემდეგ კი სიცხეში გამოსვლა ორმაგი შოკია. ასე რომ, მაქსიმალურად შეამცირეთ კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში გატარებული დრო.

წყარო: http://beautymagazine.ge/