რატომ ვითარდება უძილობა და როგორ ვუმკურნალოთ მას!

თარიღი: 28 თებერვალი, 2020

რატომ ვითარდება უძილობა და როგორ ვუმკურნალოთ მას!

ცნობილია , რომ სრულფასოვანი ძილი - ჯანმრთელობისა და კარგი გუნება-განწყობის საწინდარია. უძილობა და ძილის რეგულარული დარღვევა, იწვევს ცხოვრების ხარისხის  გაუარესებას, შრომისუნარიანობისა და  იმუნიტეტის დაქვეითებას, უხასიათობას, თავს იჩენს ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემები. შევეცადეთ გაგვერკვია  სპეციალისტთან თუ რა იწვევს ძილის დარღვევას - უძილობას და მიგვეღო კვალიფიციური რჩევები, რა საშუალებებს მივმართოთ უძილობის პრობლემის დასაძლევად და აღმოსაფხვრელად. ამაში დაგვეხმარა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი იოსებ ბურდულაძე.

უძილობა - ეს არის ძილის პროცესის დარღვევა, რომელიც ვლინდება ძილის ხანგრძლივობის შემცირებით, ძილის ხარისხის დაქვეითებით (ხშირი გამოღვიძება, ფხიზელი ძილი), ან ამ ორი ფაქტორის ერთდროულად არსებობით. ძილის დარღვევა გულისხმობს მისი ნებისმიერი ფაზის ცვლილებას. ეს შეიძლება იყოს ჩაძინების პროცესის გახანგრძლივება (ანუ ჩაძინების გაძნელება), არასაკმარისად ღრმა ძილი, ხშირი გამოღვიძებები ძილში. ყველაფერი ეს განიხილება როგორც ერთიანი პრობლემა და რა თქმა უნდა, მოითხოვს 
შესაბამის და დროულ ყურადღებას.

ძილის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არის სტრესი. სტრესი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები პროცესია, მაგრამ ის განსხვავებულად მოქმედებს თვითოეულ ჩვენთაგანზე. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სტრესთან დაკავშირებული უძილობა აწუხებს პლანეტის მოსახლეობის დაახლოვებით 1/4 -ს, ერთი წლის მანძილზე. თავად სტრესი შესაძლოა იყოს სხვადასხვა: კომუნიკაციით გამოწვეული სტრესი, კონფლიქტური სიტუაციები, სტრესი დაკავშირებული ძლიერ ფიზიკურ ან გონებრივ გადაღლასთან, სტრესი გამოწვეული გეოგრაფიული მდებარეობის ცვლილებასთან (მაგ. მოგზაურობა, მივლინება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვა). თუმცა სტრესის გარდა, უძილობა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომი, ან შედეგი ( მაგ. ამა თუ იმ დაავადების დროს განვითარებული ტკივილი, ქოშინი, დისკომფორტი არ იძლევა ჩაძინების საშუალებას). ამ უკანასკნელის დროს, რა თქმა უნდა აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა, მიზეზის აღმოფხვრა და უძილობის გამომწვევ ფაქტორზე ზემოქმედება. სხვა შემთხვევევბში როცა უძილობა დამოუკიდებლად ვითარდება და მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, გამოსავალს წარმოადგენს მედიკამენტური მკურნალობა. ამ ტიპის სამკურნალწამლო საშუალებების ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია.  საძილე საშუალებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი მოქმედების მექანიზმით, სიძლიერით, აფთიაქიდან გაცემის  წესით. შედარებით ძლიერ მოქმედი საშუალებები, რომლების მიღებისას განსაკუთრებული მითითებების შესრულებას მოითხოვენ (მაგ. ნებისმიერი სახის ტრანსპორტის მართვისგან თავის შეკავება), ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და მისი შეძენა შესაძლებელია სპეც. კონტროლს დაქვემდებარებული რეცეპტით, თუმცა დღეს მინდა შევჩერდე ისეთ საძილე საშუალებაზე, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას უძილობის  პირველ ეტაპზე პრობლემის მოსაგვარებლად, დამოუკიდებლად, - ექიმის დანიშნულებისა და რეცეპტის გარეშე. ასეთ პრეპარატებს  აქვთ ზოგადი,  ყველასთვის საერთო მიღების ფორმა და წესი.  უპირატესობა, რა თქმა უნდა ენიჭება წამლებს, რომლებიც  არ იწვევს მიჩვევას. დღესდღეობის ასეთი პრეპარატების ნუსხა საკმაოდ დიდია, მაგრამ ყურადღება მინდა შევაჩერო ახალ სამკურნალო საშუალებაზე, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და ეფექტურობით, ასეთია პრეპარატი ჰოგარ ნაითი, რომელიც  სულ ახლახანს  გამოჩნდა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, მაგრამ კარგა  ხანია  ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებში. თავად  პრეპარტი არის გერმანული და უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიაში ჰოგარ ნაითი საძილე საშუალებებს შორის ყველაზე გაყიდვადი პრეპარატია. ჰოგარ ნაითი მოქმედებს ძილის დარღვევის ნებისმიერ ფაზაზე. ე.ი ეფექტურია როგორც  ჩაძინების პრობლემის, ასევე თავად ძილის ხარისხის , ხანგრძლივობისა და გამოძინების პრობლემის მოსაგვარებლად. ჰოგარ ნაითი არ იწვევს მიჩვევას და ეფექტურია პირველივე ტაბლეტის მიღების შემდგომ. მის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოქსილამინ სუცინატი 25 მგ.  აღნიშვნას მოითხოვს დოქსილამინის ეფექტური დოზის შემცველობა ტაბლეტში, ამიტომ რეკომენდებულია ჰოგარ ნაითის ერთი ტაბლეტის მიღება ძილის წინ 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. ჰოგარ ნაითის მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას, რომლის ჩატარების შემდეგ თვალსაჩინოა სამკურნალო ეფექტი, თუმცა გამართლებულია ასევე  ჰოგარ ნაითის ერთჯერადად გამოყენება, ერთჯერადად გამოხატული, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უძილობის მოსახსნელად 

გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, მეტად მნიშვნელოვანია ძილის ჰიგიენის დაცვა:
დაძინებამდე 4 საათზე ადრე, მძიმე ფიზიკური ვარჯიში არ არის რეკმენდირებული.
საძინებელი ოთახი უნდა იყოს მშვიდი და გრილი, გამაღიზიანებელი სინათლის შუქის გარეშე.
საწოლის გამოყენება მხოლოდ ძილისა და ინტიმისათვის.
არ არის რეკომენდირებული საძინებელში ტელევიზორი, კომპიუტერი.
უნდა განისაღვროს დაძინებისა და გაღვიძების საათები და შევეცადოთ დავიცვათ ეს ყოველდღიურად (გარდა გამონაკლისისა მაგ. დასვენების დღეები).
უნდა განისაზღვროს ძილის ხანგრძლივობა და შევეცადოთ დავიცვათ ეს ყოველდღიურად (გარდა გამონაკლისისა, მაგ. დასვენების დღეები).
არ შეიძლება დაძინება დღის მეორე ნახევრიდან შიერ მდგომარეობაში ყოფნისას.
არ შეიძლება ყავის, ჩაის, კოფეინის შემცველი სასმელებისა თუ საკვების მიღება საღამოს 4 საათის შემდეგ.
დღის განმავლობაში ძილი არ არის რეკომენდირებული (გამონაკლისია ჩათვლემა 15-20 წუთით).
დაწოლის წინ არ შეიძლება ნიკოტინის, ალკოჰოლის და ასევე საკვების მიღებაც.
თუ ვერ იძინებთ დაწოლიდან 30 წუთში, ჯობია ადგომა და მსუბუქი გართობა (ტელევიზორი, ჟურნალი, კროსვორდი) და როგორც კი იგრძნობთ თვლემას ან დაამთქნარებთ, მაშინვე შებრუნდით დასაწოლად.

გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი ძილი ძალიან  მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხს, ამიტომ უძილობის უგულებელვყოფა და ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება!