Nuk
როგორ დავაღწიოთ თავი მტვრის ტკიპებს - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 04 თებერვალი, 2024

როგორ დავაღწიოთ  თავი მტვრის ტკიპებს 
10  რჩევა

იმისათვის  რომ  გავუმკლავდეთ  მტვრის ტკიპებს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი 10 რჩევა:

ალერგიული ადამიანებისთვის მტვრის ტკიპა დიდი ზიანის მომტანია. ისინი მილიონობით არსებობენ თქვენს საწოლში, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ტანსაცმელზე და ზოგადად ყველგან, სადაც არსებობს მტვრის დაგროვების ტენდენცია. მტვრის ტკიპები ძალიან გამძლე და სიცოცხლიუნარიანი არიან, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი მოშორება სულაც არ არის ადვილი.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მტვრის ტკიპას შეუძლია 200-ჯერ წარმოიქმნას საკუთარი სხეულის ნარჩენებისგან. ეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის ცუდი ინფორმაციაა, რადგანაც მათ შეუძლია გამოიწვიოს მთელი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა:  სუნთქვის გაძნელება, ხველა, ბრონქოსპაზმი, ცხვირცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი და ცრემლდენა.

მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად შეუძლებელია თქვენი სახლიდან მტვრის ტკიპების მთლიანად განდევნა. არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორი სიფრთხილის ზომები შეგიძლიათ მიიღოთ, რათა რადიკალურად შეამციროთ მათი რაოდენობა და მათი ნეიტრალიზაციის საფრთხე. მოდით გავეცნოთ ათ საუკეთესო გზას, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მტვრის ტკიპებს.

 

N1 რეგულარულად გარეცხეთ ლოგინის თეთრეული.

საწოლი არის თბილი და ნოტიო ადგილი, რაც  სრულყოფილ საარსებო გარემოს წარმოადგენს  მტვრის ტკიპების გამრავლებისთვის.

საბედნიეროდ, მტვრის ტკიპები ვერ უძლებენ ძალიან მაღალ ტემპერატურას, ამიტომ რეგულარულად გარეცხეთ თქვენი თეთრეული 60 ° C-ზე, რაც საუკეთესო საშუალებაა მათ გასანადგურებლად, თუკი სარეცხის საშრობი გაქვთ, ეს კიდევ უკეთესია, გააშრეთ ბოლომდე, რადგან სიცხე რაც გამოიცემა საშრობიდან, ბოლომდე სპობს იმ ტკიპებს, რომლებიც რეცხვის შემდეგ მაინც დარჩნენ. შეეცადეთ ამის გაკეთებას ყოველკვირეულად და მინიმუმამდე დაიყვანთ მტვრის ტკიპების არსებობას.

 

N2 გამოიყენეთ ანტი-ალერგიული ლეიბები და ლეიბის გადასაკრავები

იმის შეფასება, თუ რამდენი მტვრის ტკიპა სახლობს საშუალოდ თქვენს ლეიბზე ძნელია. საშუალოდ 10 000 დან მილიონამდე. სუფთა ლეიბზეც კი საკმაო რაოდენობით არიან ეს მიკროსკოპულად მცირე არსებები.

სამწუხაროდ, შეუძლებელია ლეიბები მთლიანად გაწმინდოთ მტვრის ტკიპებისგან. თუმცა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ზომებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მათი მტვრის ტკიპების არსებობა თქვენს საწოლში და მოაშროთ თქვენი სხეულიდან.

თუ არ გაქვთ ანტი-ალერგიული ლეიბი, მაშინ უფრო იაფი გზაა იქონიოთ ანტი-ალერგიული ლეიბის ჩასადები შალითები. ლეიბის დამცავი ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს თქვენსა და თქვენს ლეიბზე არსებულ მტვრის ტკიპებს შორის.

 

N3 არ აალაგოთ საწოლი დილითვე

აქ არის ერთი უპირატესობა მათთვის ვისაც არ უყვარს  საწოლის ალაგება დილითვე. ნუ შეწუხდებით! მიეცით თქვენს საბანსა და ლეიბს განიავების საშუალება. ეს იძლევა ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი ტენიანობის გაშრობის საშუალებას.

მტვრის ტკიპებს უყვართ ტენიაანობა, რასაც ისინი შთანთქავენ, შეისრუტავენ ჰაერის მეშვეობით. თუ შევამცირებთ ნესტს და ტენიანობას საწოლში, მათ გამრავლებასა და სიცოცხლეს ხელს შევუშლით

 

N4 თავი ავარიდოთ ბუმბულის ბალიშებსა და საბნებს.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ დაახლოებით რვა საათს ატარებთ ბალიშზე თქვენი ბალიში უნდა იყოს რბილი, კომფორტული და ალერგენებისგან თავისუფალი. ტრადიციული ბუმბულის ბალიშები კი ნამდვილად არ შეეფერება ჩვენს ამოცანას.  ბუმბული საუკეთესო საბინადრო გარემოა მტვრის ტკიპებისთვის. იგივე ითქმის ბუმბულის საბნებზე.

სცადეთ გამოიყენოთ ჰიპოალერგიული ბალიშები და საბნები ბუმბულიანის ნაცვლად. ისინი ნაკლებად კომფორტულ საბინადრო გარემოს ქმნიან მტვრის ტკიპებისთვის.

 

N5 ჩაანაცვლეთ ხალიჩები მაგარი იატაკით

ისევე როგორც საწოლი და რბილი ავეჯი, ხალიჩებიც საუკეთესო გარემოა მტვრის ტკიპებისთვის.

მოაშორეთ ხალიჩები თქვენი საძინებლიდან და უმჯობესია მთელი სახლიდან,  შეცვალეთ ისინი მყარი იატაკით, როგორიცაა ლამინატის იატაკი ან ფილა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მტვრის ტკიპების მყისიერად მოშორებისა.

თუ თქვენი სახლიდან ხალიჩების მოშორება შეუძლებელია, მაშინ ეცადეთ რეგულარულად გაწმინდოთ მტვერსასრუტით, კვირაში მინიმუმ ორჯერ ან სამჯერ. თუ მტვერზე ალერგია გაქვთ, ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი, მტვერსასრტუტით დალაგების დროს გააღეთ ფანჯარა.

 

N6 ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი

მტვრის ტკიპებისთვის ცხოვრების იდეალური პირობები 24 ° C და 27 ° C  და ტენიანობა  დაახლოებით 70% -დან 80%-მდე მერყეობს.

ამიტომ სასურველია თქვენს სახლში ტემპერატურა არ აღემატებოდეს 21 ° C ხოლო ტენიანობა თქვენს სახლსა და საძინებელში იყოს 50% -ზე ნაკლები.

ეს ითვლება ნორმალურ და ჯანსაღ გარემოდ ადამიანისათვის, ხოლო მტვრის ტკიპებისთვის ძალიან დაბალია. თქვენ არამარტო დაზოგავთ თანხას გათბობის გადასახადზე, არამედ ოჯახში თავიდან აირიდებთ არასასურველ სტუმრებს.

 

N7 მოარიდეთ ცხოველები საძინებელ ოთახს.

მტვრის ტკიპებს უყვართ ცხოველის ბეწვი. ეცადეთ ცხოველებს არ  ეძინოთ საძინებელში, ხოლო უშუალოდ შინაურ ცხოველებზე ალერგიის დროს, აუცილებელია მათ ეძინოთ გარეთ ან ავტოფარეხში.

 

N8  მოვერიდოთ ფარდებს,ბალიშებსა და რბილ ავეჯს.

ფარდები და რბილი ავეჯი მტვრის ტკიპებისთვის სამოთხეა.  ყოველ ჯერზე, როცა გახსნით ფარდებს მტვრის ტკიპები ჰაერში გადაინაცვლებენ.

• შეცვალეთ ფარდები ადვილად გასაწმენდი გისოსებით.

• შეცვალეთ ქსოვილის სავარძლები და სკამები ტყავის / ხელოვნური ტყავის ვერსიებით.

• რბილი სათამაშოები კიდევ ერთი მტვრის ბუდეა, შეეცადეთ მათი რაოდენობა მინიმუმადე დაიყვანოთ საძინებელში.

ოთახები ხშირად გაანიავეთ. მოათავსეთ ცელოფნის ტომარაში და 24 საათის განმავლობაში დადეთ მაცივარში. ეს გაანადგურებს მტვრის ტკიპებს.

 

N9 გამოიყენეთ ორთქლის საწმენდი

ორთქლის საწმენდი საუკეთესო გზაა იმ მიკრობებისა და მტვრის ნაწილაკების გასაწმედად, რასაც ვერ ერევა სარეცხი მანქანა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ხალიჩებზე, ფარდებზე, ბალიშებზე, სამზარეულოს / აბაზანის ზედაპირზე და სხვა ადგილებში. ორთქლი კლავს ბაქტერიებს, აშორებს ჭუჭყს და დიახ, კლავს მტვრის ტკიპებს

 

N10 გაწმინდეთ რეგულარულად

ეს ალბათ ისედაც აშკარა, მაგრამ არ დაიშუროთ ძალა და ენერგია, რათა სახლიდან მოაშოროთ მტვრის ტკიპების კოლონა. ასე რომ გაწმენდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მონიშნეთ ის ადგილები თქვენს სახლში სადაც მტვრის დაგროვების მეტი ტენდენციაა და კვირაში რამდენჯერმე გაწმინდეთ.