Nuk
თეომედი - ენდოსკოპიის სასწავლო კვლევითი ცენტრი

განყოფილებაში ტარდება:
• საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა ენდოსკოპური კვლევა ქრონიკული ანთებითი პროცესების, სიმსივნეების და ფუნქციური დარღვევების დროს.
• წყლულოვანი დაავადების ენდოსკოპური სურათის შესწავლა და დინამიკაში დაკვირვება, მწვავე დაწყლულებების მიზეზის დადგენა. გასტროდუოდენური სისხლდენის დროული გამოვლენა და ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა შეფასება.
• საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპური და ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომლის დროსაც ხდება სიმსივნური პროცესების ადრეული გამოვლენა, როგორც ზემოთ აღნიშნულ ორგანოებში ასევე მათ გარეთაც, კერძოდ შუასაყარში, პანკრეასში და სანაღვლე გზებში.
• საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ენდოსკოპური ლიგირება სხვადასხვა გენეზის ციროზების დროს.
• საყლაპავის დამწვრობით, ანასტომოზიტებით, სიმსივნეებით გამოწვეული დისფაგიის ბალონური დილატაცია და სტენტებით მკურნალობა.
• კუჭის რეზექციის შემდგომი გართულებებისა და დაავადებების გამოვლენა, მათი ენდოსკოპური მკურნალობის შესაძლებლობათა დადგენა.
• კუჭის კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენა, დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდებთან კომპლექსში. პოლიპების ენდოსკოპური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპური პოლიპექტომია. კუჭის ბეზოარის მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდებით, ჰელიკობაქტერიების როლის კვლევა კუჭის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.
• კოლიტის სხვადასხვა ფორმის ენდოსკოპური და მორფოლოგიური სურათის დადგენა. მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების დროული გამოვლენა და გავრცელების ხარისხის დადგენა.

კლინიკაში ხორციელდება ჰელიკობაქტერიის განსაზღვრა სუნთქვითი და მცირე ინვაზიური (ბიოფსიით) მეთოდით.