Nuk
ზამთარი და ვარიკოზი – სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ!

თარიღი: 22 იანვარი, 2026

ზამთარში ცივი ამინდი სისხლძარღვებს ავიწროებს და სისხლის მიმოქცევაც ნელდება. ამის გამო ბევრ პაციენტს სწორედ ამ სეზონზე უძლიერდება ან პირველად უჩნდება ვარიკოზული ვენების ნიშნები.

 

რომელი სიმპტომები მოითხოვს ყურადღებას?
ფეხების სიმძიმე და დაღლილობა – განსაკუთრებით საღამოს საათებში
შეშუპება – კოჭების ან წვივების „გაბერვა"
მწველი ან მტანჯველი ტკივილი – ჩხვლეტა, წვა, პულსაცია
კანის ცვლილებები – სიმშრალე, ქავილი, ჩამუქებული ლაქები
კაპილარული ბადეები ან გამობურცული ვენები – თვალით შესამჩნევი ცვლილებები

 

თუ ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთს ამჩნევთ, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ!

 

დროული დიაგნოზი და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და ამსუბუქებს სიმპტომებს.

 

კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
0322 95 77 44 
574 77 07 47
კ. ჩაჩავას N1