Nuk
ხშირად დასმული კითხვები ეკრანდამოკიდებულებასთან დაკავშირებით

თარიღი: 19 ოქტომბერი, 2025

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ნევროლოგი ქეთევან ჩავლეიშვილი - პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს ეკრანდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

 

რას ნიშანვს ეკრანდამოკიდებულება?
ეკრანდამოკიდებულება ნიშნავს ბავშვის მიერ ეკრანული მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი) გადაჭარბებულ ან არაკონტროლირებად გამოყენებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალური და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

 

რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ეკრანთან გასატარებელი რეკომენდებული დრო ასაკის მიხედვით განსხვავდება. ითვლება რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეკრანთან საერთოდ არ უნდა ატარებდეს დროს.
2-5 წლის ასაკის ბავშვი დღეში არაუმეტეს 1 საათისა.
6+ წლის ასაკის მოზარდებში 1-2 საათი.

 

როგორ მოქმედებს ზედმეტი ეკრანის დრო ბავშვების ჯანმრთელობაზე?
ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს:
აგზნება და გაღიზიანება ეკრანის გამორთვის იძულების საპასუხოდ.
ინტერესის დაკარგვა როგორც რეალური თამაშების, ასევე რეალური ურთიერთობების მიმართ
ყურადღების დეფიციტი
მეტყველების განვითარების შეფერხევა ადრეულ ასაკში
ძილის დარღვევები
ცუდი აკადემიური მოსწრება სკოლაში.

 

აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს.

 

როგორ შევამციროთ ეკრანთან ყოფნის დრო?
მშობელს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია გამოიყენოს შემდეგი მიდგომები:
იყავით მაგალითი ბავშვისთვის (მასთან ერთად ყოფნისას ნაკლები დრო გაატარეთ ეკრანთან)
დააწესეთ ეკრანთან ყოფნის მკაფიო საზღვრები (შეგიძლიათ ეკრანის ჩართვის დროს გამოიყენოთ წამზომი)
შექმენით ადგილები სადაც ეკრანს მკაცრად არ გამოიყენებთ (საძინებელი, სამზარეულო-კვების დროს და ა.შ)
აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატივა (თამაშები, ხატვა, ძერწვა, ლეგოს აწყობა)
განიხილეთ ეკრანზე ნანახი სიუჟეტი, ჩართეთ ბავშვი ამ პროცესში

 

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდეთ

032 205 20 70