Nuk
უსიმპტომოდ მიმდინარე ვენერიული დაავადებები

თარიღი: 16 ივნისი, 2025

მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ვენერიულ დაავადებას აუცილებლად თან უნდა სდევდეს გამოხატული სიმპტომი, თუმცა ეს ასე არ არის!

 

უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს რამდენიმე სქესობრივი გზით გადამდები (სგგ) დაავადება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს აშკარა სიმპტომები, მაგრამ მაინც არის ინფექციის მატარებელი და შეუძლია სხვების დაინფიცირება. ასეთ სგგდ-ებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი დაავადებები:

1. ქლამიდიოზი (Chlamydia)

ხშირად არ აქვს გამოვლინება, განსაკუთრებით ქალებში.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით შესაძლებელია გამოიწვიოს უნაყოფობაც, თუ დროულად არ ჩატარდა  მკურნალობა.

2. გონორეა (Gonorrhea)

მამაკაცებში ძირითადად ვლინდება სიმპტომები, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, მაგრამ ქალებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

შეიძლება გავრცელდეს რეპროდუქციულ ორგანოებზე და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

3. ჰერპესი (HSV-2 და HSV-1)

ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ჰერპესის ვირუსი სიმპტომების გარეშე.

მაინც შესაძლებელია ვირუსის გადაცემა, თუნდაც პაციენტს გამონაყარი არ ჰქონდეს.

4. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)

უმეტესად უსიმპტომოა.

ზოგი შტამი დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.

გავრცელებულია ორივე სქესში.

5. სიფილისი (Syphilis)

საწყის ეტაპებზე შეიძლება ჰქონდეს მინიმალური ან არანაირი სიმპტომი. შემდეგ მიმდინარეობს ფარულად.

თუ არ ჩატარდა დროული მკურნალობა, შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგიც.

6. ჰეპატიტი B და C

შესაძლებელია ქრონიკულად მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე.

დროთა განმავლობაში აზიანებს ღვიძლს.

7. მია­კოპლაზმა და ურეაპლაზმა

ზოგ შემთხვევაში უსიმპტომოა.

შეიძლება გავლენა იქონიოს შარდსასქესო სისტემაზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

 

მნიშვნელოვანია: რადგან ბევრი სგგდ შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რეკომენდებულია რეგულარული სკრინინგი (განსაკუთრებით თუ გყავთ ახალი ან/და მრავლობითი სექსუალური პარტნიორი)

 

განკურნებული პაციენტი, დაცული მომავალია

 

+995 599 94 55 22 

[email protected]

კონსტანტინე ჩაჩანას 1, თბილისი.