Nuk
სპირულინა და ქოლესტერინი

თარიღი: 23 ივნისი, 2023

სპირულინა წარმოადგენს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს, რომელიც ადამიანების მიერ გამოიყენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო საკვები დანამატების სახით. მას იცნობენ როგორც „სუპერ საკვებს“ მისი განსაკუთრებული ნუტრიენტული შემადგენლობის გამო.

 

სპირულინა შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას - 60-70%, 18 სხვადასხვა ამინომჟავას. ასევე მის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ვიტამინები და მიკროელემენტები.

 

კვლევებით დადგენილია სპირულინას რამოდენიმე დადებითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ შორისაა ანტიოქსიდანტური, ანტიანთებითი, იმუნომასტიმულირებელი თვისებები. სპირულინა ასევე არეგულირებს შაქრის დონეს ორგანიზმში, ხელს უწყობს წონაში კლებას.

 

კვლევებით დადასტურებულია სპირულინას ჰიპოლიპიდემიური ეფექტი დისლიპიდემიის დროს. იგი აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ 1 გ სპირულინას მიღება იწვევს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის შემცირებას  და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის (ე.წ. „კარგი ქოლესტერინი“) დონის გაზრდას. ეფექტი ვლინდება სპირულინას მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ფრანგული კომპანია არკოფარმა გვთავაზობს ორგანული სპირულინას ფხვნილს კაფსულების სახით. არკოკაფსი სპირულინა - ეს არის სრულიად უსაფრთხო, გაწმენდილი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომლის 3 კაფსულა შეიცავს 1176მგ სპირულინა პლატენზის ფხვნილს.

არკოკაფსი სპირულინა მიიღება 3 კაფსულა დღეში. დისლიპიდემიის დროს რეკომენდებულია მისი მიღება ხანგრძლივად, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09