Nuk
როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან

თარიღი: 01 თებერვალი, 2019

 

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან

ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი

 

H1N1 ვირუსის გავრცელების პროგნოზირება ძალიან რთულია ,ეს ერთ მხრივ დამოკიდებულია იმუნური სისტემის ბრძოლის უნარიანობაზე აღნიშნული ვირუსის მიმართ,მეორე მხრივ კი მოსახლეობის მზაობაზე და ინფორმირებაზე H1N1 ვირუსის გარშემო. ნებისმიერი სიპტომის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, დაუშვებელია თვითმკურნალობა . H1N1 ანტივირუსული მკურნალობა ეფექტურია პირველი 48 საათი!

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან
1) ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით.

2) სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.

3)მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.

4)ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება,

5) შენობის ხშირად განიავება.

ვაქცინაცია H1N1 ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით

ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდირებულია სეზონის დადგომამდე ,კერძოდ ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. ვაქცინაციის პირობებში კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის საჭიროა დაახლოებით 10-14 დღე, შესაბამისად გავითვალისწინებთ რა რომ H1N1 ვირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად მოსალოდნელია თებერვლის თვიდან კიდევ ერთი აფეთქება,რომელიც გასტანს მაისის თვის ჩათვლით, ვაქცინაციის საჭიროება ამ ეტაპზეც არ კარგავს თავის აქტუალობას,განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში,5 წლამდე ასაკის ბავშვები,მოხუცებული ასაკი). ვაქცინების შემადგენლობა განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს, რომელი შტამის გავრცელებაა მოსალოდნელი უახლოეს სეზონზე და რომელს ახასიათებს ყველაზე სერიოზული გართულებები.

 

ვაქცინა  ადამიანს იცავს ყველაზე საშიში ვირუსების გართულებებისგან და ასევე, მკვეთრად ამცირებს ვირუსით დაინფიცირების ლეტალური შედეგის ალბათობას. ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდით ვრცელდება. შესაბამისად ახლა ჩატარებული ვაქცინაციით ადამიანი დაცული იქნება სწორედ იმ პერიოდში როდესაც ელოდებიან H1N1ვირუსის კიდევ ერთ შემოტევას.