Nuk
კიდურების შესიება ორსულებში

თარიღი: 03 ნოემბერი, 2020

ხშირ შემთხვევაში ორსული შეიგრძნობს როგორ შესივდება მისი ხელის თითები ან ქვედა კიდურები, ამის მიზეზია სითხის არასაკმარისი გამოყოფა ორგანიზმიდან, რის გამოც ნერვული დაბოლოებები ბლოკირებულნი არიან ჭარბი სითხის მიერ.

კიდურების შესიება განსაკუთრებით ხშირია დღის მეორე ნახევარში და ღამით. ორსულმა საგრძნობლად უნდა შეამციროს მარილის მიღება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს გაზიანი სითხე, უარი უნდა ეთქვას მლაშე და მწარე საკვებს.

თუ ორსული კვირის განმავლობაში 300 გრამზე მეტს იმატებს - ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში სითხის დიდი და ჭარბი რაოდენობაა. თუმცა, სითხის მიღების სრული შეწყვეტაც არ შეიძლება, დღეში წვნიანი საკვების გათვალისწინებით მისაღები სითხის ნორმა 1,5 ლიტრს შეადგენს.

თუ ექიმმა ორსულს რომელიმე ვიტამინის მიღება მოსთხოვა, მან აუცილებლად უნდა სვას ვიტამინი. ვიტამინი აძლიერებს ძარღვებს, მათ შროს ნერვულ დაბოლოებებს, რაც თავის მხრივ ამცირებს კიდურების შესიების ინტენსივობას.

კიდურების შესიების შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვათა რჩევები და დარიგებები, არ მიმართოთ თვითმკურნალობას - ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს ნაყოფისთვის. როგორც კი ორსული შეიგრძნობს, რომ კიდურები შეუსივდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც შესაბამის პროფილაქტიკურ ღინისძიებებს ჩაატარებს