Nuk
გულის უფასო გამოკვლევა

თარიღი: 23 სექტემბერი, 2025

ყველაზე ძვირფას მელოდიას გულით ვატარებთ და ის ჩვენივე გულის ხმაა.  

 

„არ გამოგრჩეს გულის ცემა!" - 29 სექტემბერი გულის საერთაშორისო დღეა, რომელიც წელს სწორედ ამ მესიჯით აღინიშნება. GM PHARMA ტრადიციულად, წელსაც  უერთდება საერთაშორისო კამპანიას და მოქალაქეებს გულის უფასო გამოკვლევას სთავაზობს. 

 

გულის მსოფლიო დღე, რომელიც გულის მსოფლიო ფედერაციამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გავზარდოთ მოსახლეობის ცნობიერება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ, რომელიც სიკვდილიანობის N1 მიზეზია მთელს მსოფლიოში. 

 

გარდაცვალების შემთხვავათა ნაწილი საავადმყოფოს გარეთ ფიქსირდება, რაც აჩვენებს, რომ ადამიანები საკმარის ყურადღებას არ უთმობენ გამაფრთხილებელ ნიშნებს, დროული რეაგირება კი, გადამწყვეტია.

 

სწორედ ამიტომ, GM PHARMA მოქალაქეებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კარდიოლოგიურ კვლევებს და კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

 

მასშტაბური კამპანია სტარტს 25 სექტემბერს, ზუგდიდში აიღებს.  10:00-დან 18:00 საათამდე სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში - "სანუსი'' შეძლებ მიიღო უფასოდ შემდეგი  სამედიცინო მომსახურება: 
კარდიოლოგის კონსულტაცია
ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.)
ექოკარდიოგრაფია (საჭიროებისამებრ)

 

მის: ზუგდიდი ცოტნე დადიანი #1

საკონტაქტო: 592 192636, 597 97 97 56 - აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. 

ექიმები: ნანი ბულია, ეკა ახალაია 

ისარგებლე უფასო სამედიცინო მომსახურებით - მოუსმინე საკუთარ გულს!