Nuk
უსაფრთხოა თუ არა თურქეთში კუჭის ბარიატრიული ოპერაცია?

თარიღი: 15 აგვისტო, 2024

ბოლო პერიოდში, Ბარიატრიული ოპერაციის გასაკეთებლად  თურქეთში გამგზავრება საკმაოდ პოპულარული გახდა. Სოციალურ ქსელებში გვხვდება პაციენტების დადებითი შეფასება და რეკლამები, რაც თავისთავად იქცევს ყურადღებას და ხელს უწყობს ამ პროცესს. რატომაც არა, თურქეთი ცნობილია სამედიცინო ტურიზმით, რაც გამოწვეულია დაბალი ფასებით.


საინტერესოა რა არის რეალობა, როგორ მომსახურებას სთავაზობენ ბარიატრიულ პაცინტებს თურქეთში და როგორ აისახება ჩატარებული ოპერაციების შედეგები მათზე?

2023 წელს, BBC-მ ჩაატარა საფუძვლიანი გამოკვლევა თურქეთში სამედიცინო ტურიზმის შესახებ და აღმოაჩინა, რომ კლინიკების უმეტესობა, რომლებსაც ისინი დაუკავშირდნენ, ახორციელებდნენ არაეთიკურ პრაქტიკას. იღებდნენ პაციენტებს WhatsApp-ის მეშვეობით  და ოპერაციას ატარებდნენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტს ჰქონდა ნორმალური სხეულის მასის ინდექსი  BMI (20-25). ასევე გასული წლის ზაფხულში გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა და ირლანდიამ პირდაპირ და მოურიდებლად მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ნუ მიმართავენ თურქეთის რესპუბლიკას ბარიატრიული ოპერაციის ჩასატარებლად, ვინაიდან არსებობს მოჭარბებული და ფაქტებით გამყარებული რისკები ოპერაციების არაპროფესიონალურად წარმოების თაობაზე, რასაც ამყარებს კონკრეტული ქეისები პოსტოპერაციული გართულებების ძალიან დიდი პროცენტული ოდენობით და არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტთან გარდაცვალების შესახებ. ეს უდავოდ საყურადღებო და საგანგაშო სტატისტიკა განპიროვნებულია არაპროფესიონალური და აკრედიტაციის არ მქონე კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის გამო. სწორედ მსგავსი სამედიცინო დაწესებულებები სთავაზობენ მომსახურების ისეთ დაბალ ფასს რომელიც არამც თუ ოპერაციის ყველა გონივრულ ხარჯს, არამედ თვითღირებულებასაც ვერ ფარავს ნორმალური სახარჯი მასალის გამოყენების შემთხვევაში. ეჭვს მოკლებულია ის ფაქტი რომ უხარისხო, ხშირ შემთხვევაში არალიცენზირებული, მიწისქვეშა კუსტარულად ნაწარმოები ერთჯერადი სახარჯი მასალით აწარმოებენ ოპერაციებს, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ნორმალურთან მიახლოებული სახარჯი მასალის ფასი რომელსაც სთავაზობენ  თურქეთის კლინიკებში.

საზღვარგარეთ ოპერაციის გაკეთების მთავარი პრობლემა ის არის, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იქნება მოვლის ხარისხი. არ არსებობს გზა იმის დადგენად ის უსაფრთხო იქნება თუ არა. თუ თურქეთში ბარიატრიული ქირურგიის ფასი იაფია, სავარაუდოა, რომ ისინი ამცირებენ ხარჯებს უსაფრთხოების აუცილებელი ზომების უგულებელყოფით, უხარისხო სამედიცინო დაწესებულების არსებობით ან ქირურგიული პროცედურის უსაფრთხოდ შესასრულებლად შესაბამისი აღჭურვილობის არ მიღებით ან დაბალფასიანი ერთჯერადი მასალების შესყიდვით, რომელიც ბარიარტრიული ქირურგიის დროს გამოიყენება და ხარისხი პირდაპირპროპორციულია გართულებების პროცენტულობასთან. გარდა ამისა, არსებობს შანსი, რომ საბოლოოდ დახარჯოთ მეტი განმეორებადი ვიზიტებით და გართულებებით, რომლებიც საჭიროებენ კერძო დახმარებას.

ავტორს: მარიამ ჯანანაშვილი