Nuk
არკოკაფსი ფუკუსი - დამხმარე საშუალება წონის კლებისთვის

თარიღი: 28 ნოემბერი, 2023

წონის კლება საკმაოდ მნიშვნელოვან ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ამიტომ ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რომელიც უსაფრთხოდ, გვერდითი მოვლენების გარეშე დაგვეხმარება წონის კლების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ ბუნებრივ პროდუქტს, რომელიც აადვილებს მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებას, და წონაში კლების პროცესს,  წარმოადგენს წყალმცენარე ფუკუსის სახელწოდებით. 

 

ფუკუსის - Fucus vesiculosus მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეული ბოჭკოს მაღალი შემცველობა, რომელიც არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, ხელს უწყობს არაპათოგენური მიკროფლორის ზრდას, აწესრიგებს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. 

 

ფუკუსი შეიცავს 3 სახის მცენარეულ ბოჭკოს - ალგინის მჟავას, ფლუკოიდანს და ლამინარინს. 

ალგინის მჟავას აქვს გელის სტრუქტურა და თვისებები. იგი აუმჯობესებს ნაწლავში საკვების გადაადგილებას. აქვს დიდი რაოდენობით სითხის შეწოვის და გაჯირჯვების უნარი, შედეგად იწვევს სისავსის შეგრძნებას, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონაში კლებას. გარდა  ამისა ალგინის მჟავა ბოჭავს საკვებთან ერთად კუჭში მოხვედრილ ქიმიურ მუტაგენებს და ხელს უშლის მათ შეწოვას ნაწლავში. 

ფუკოიდანი - მცენარეული ბოჭკო ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. იგი აინჰიბირებს ალფა-ამილაზას და ალფა-გლუკოზიდაზას აქტივობას, შედეგად აქვეითებს სისხლში გლუკოზის აბსორბციას. 

ლამინარანი - მცენარეული ბოჭკო ანტიოქსიდანტური და გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. 

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ფუკუსის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები, მინერალები (Na, K, Ca, Mg, Fe, Cu, Zn, Mn), ვიტამინები (C, B2, B12, A, D, E, K).  ფუკუსი დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.

 

ფუკუსი მისი ზემოთაღნიშნული თვისებების გამო კუჭში მოხვედრისას იწვევს სისავსის შეგრძნებას, აადვილებს მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებას და წონაში კლებას. ასევე აწესრიგებს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. 

ფრანგული კომპანია არკოფარმა გვთავაზობს ფუკუსის ექსტრაქტზე დამზადებულ პრეპარატს არკოკაფსი ფუკუსის სახით. არკოკაფსი ფუკუსის 1 კაფსულა შეიცავს 98მგ ფუკუსის თალუსის ფხვნილს. იგი მიიღება დღეში ორჯერ, შუადღის და საღამოს კვებამდე ნახევარი საათით ადრე, მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. არკოკაფსი ფუკუსი მიიღება 18 წლის ასაკიდან. მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში 

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + 995 599 09 09 09