Nuk
არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი - ნატურალური საშუალება ღვიძლის ფუნქციების შესანარჩუნებლად

თარიღი: 05 ივლისი, 2023

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი - ნატურალური საშუალება ღვიძლის ფუნქციების შესანარჩუნებლად

 

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი წარმოადგენს ფიტოპრეპარატს ჰეპატოპროტექტორული, ნაღვლმდენი და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მდგომარეობის დროს, როდესაც ღვიძლის დაცვა, მისი ფუნქციების გაუმჯობესება, ჰეპატოციტების რეგენერაცია და საჭმლის მონელების პროცესების გაუმჯობესება ხდება საჭირო.

სილიმარინი წარმოადგენს პოლიფენოლურ ფლავონოიდს, რომლის შემადგენლობაში შედის სილიბინი, სილიდიანინი და სილიკრისტინი. სილიბინი წარმოადგენს სილიმარინის სამკურნალო თვისებების განმაპირობებელ ძირითად კომპონენტს.

სილიმარინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს. იცავს ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგნ.

ლიპიდური პეროქსიდაციის ინჰიბირების გზით სილიმარინი ამცირებს ან ახდენს ღვიძლის დაზიანების პრევენციას ალკოჰოლის, სოკოთი მოწამვლის, მედიკამენტების და ტოქსინების ზემოქმედების დროს. ასევე სილიმარინი ეხმარება ცხიმის მონელების პროცესში. კვლევები აჩვენებს, რომ სილიმარინი ამცირებს ენდოგენური ინსულინის ჭარბ პროდუქციას და ეგზოგენური ინსულინის მოხმარების საჭიროებას. მას აქვს აგრეთვე ანტი-ათეროსკლეროზული აქტივობა.

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი შეიცავს ბაყაყურას (სილიმარინი) – 450მგ ოდენობით.

გარდა ბაყაყურასი, პრეპარატის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ქრიზანთემა, დესმოდიუმი, როზმარინი. ყველა ეს მცენარე გამოირჩევა ნაღვლმდენი და ჰეპატოპროტექტორული თვისებებით. ისინი ასევე აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას.

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი წარმოადგენს ორგანულ პრეპარატს - მისი შემადგენელი ყველა კომპონენტი ორგანულია. ეს კი წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის უტყუარ მაჩვენებელს.

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსის გამოდის დასალევი ხსნარის სახით ამპულებში.

გამოშვების ეს ფორმა კიდევ უფრო ზრდის პრეპარატის ბიოშეღწევადობას და მის ეფექტურობას.

არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი მიიღება 1 დასალევი ამპულა 1-ჯერ დღეში, საუზმის წინ. ამპულის შიგთავსი იხსნება ½ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში.

მისი გამოყენება შეიძლება 15 წლის ასაკიდან. მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება წელიწადში რამოდენიმეჯერ.