Nuk
ველბეიბი სიროფი / Wellbaby


ველბეიბი სიროფი წარმოადგენს იდეალურ ფორმულას 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. 14 სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისათვის.

 

მოქმედება:

რკინას თუთიასთან ერთად დიდი მნიშვნეელობა ენიჭება თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. რკინა, როგორც ცნობილია, საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. იგი ასევე წარმოადგენს ზოგიერთი ენზიმის კოფაქტორს, რომელიც ენერგიის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლის და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ–ის და რნმ–ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების და იმუნური სისტემის განვითარებაში. 

ველბეიბი სიროფი შეიცავს შვეიცარული ალპების ალაოს ექსტრაქტს, რომელიც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს სიროფს და ამავე დროს წარმოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს.

ვიტამინ D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია სწრაფად მზარდი ძვლოვანი ქსოვილის და ჯანსაღი კბილების განვითარებისთვის.

ბავშვის ორგანიზმს გააჩნია გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმის და ფოსფორის მიმართ, საკვებიდან მათი ათვისების პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ნუტრიენტის და მათ შორის ვიტამინ D-ს ნორმალური დონის არსებობაზე. 

ველბეიბის ფორმულა ეყრდნობა უახლეს მეცნიერულ კვლევებს და მთლიანად აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნებს ნუტრიენტების მიმართ.

ველბეიბი სიროფი შექმნილია მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების მიხედვით. 

 

შემადგენლობა: 5 მლ-ში

ვიტამინი A (443სე) 133 მკგ

ვიტამინი D (D3-ის სახით 100სე) 10 მკგ

ვიტამინი E ალფა TE 5მგ

ვიტამინი C 30მგ

თიამინი (ვიტამინი B1) 0,5მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 0,8მგ

ნიაცინი (ვიტამინი B3) 6მგ

ვიტამინი B6 0,5მგ

ფოლის მჟავა 80მკგ

ვიტამინი B12 1მკგ

პანთოტენის მჟავა 2მგ

რკინა 4მგ

თუთია 2,5მგ

სპილენძი 150მკგ

ალაოს ექსტრაქტი 500მგ

 

ჩვენება: ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 6 თვიდან 4 წლამდე. უმადობა, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი, მდგომარეობები, როდესაც ვიტამინების გაძლიერებულ ხარჯვას აქვს ადგილი.

 

მიღების წესი: 

ბავშვები 6 თვიდან 4 წლამდე 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში. 

 

არ შეიცავს:

ხელოვნურ საღებავებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას, გლუტეინს, მარილს, ცხიმსა და საფუარს, ალკოჰოლს.

 

გამოშვების ფორმა: 150 მლ-იანი ბოთლი

 

შენახვის პირობები: ინახება 25ْC ტემპერატურამდე, შეფუთულ მდგომარეობაში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გაცემა: ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?