Nuk
სრტესნოლი / Stressnol


ბუნებრივი კომპონენტებისსგან შემდგარი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც უზრუველყოფს  ნერვულ სისტემის გაძლიერებას, შრომისუნარიანობის, გუნება განწყობილობის ამაღლებას და მშვიდ ძილს.

შემადგენლობა:  

L- ტრიფტოფანი -100 მგ

მაგნიუმი ოქსიდი  - 150 მგ 

სვიის მშრალი ექსტრაქტი -  30 მგ

კაკაოს მშრალი ექსტრაქი - 50მგ

ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი -  60 მგ 

 

L- ტრიფტოფანი ადამიანის ტვინისთვის აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც წარმოადგენს ნეირომედიატორს გუნება-განწყობილების ასამაღლებლად. არეგულირებს ნერვული სისტემის წონასწორობას, ფიზიკურ სტაბილურობას, ხასიათს და ძილს. L-ტრიპტოფანი ახდენს ბუნებრივ სინთეზს სეროტონინის და მელატონინის, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გუნება-განწყობას და მშვიდ ძილს. 

მაგნიუმის ოქსიდი- ასტიმულირებს ნერვული უჯრედის მემბრანას, ორგანიზმს ეხმარება Cu, Na, K იონების წონასწორობის შენარჩუნებაში. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის ტკივილის შეგრძნებას და სპაზმს, არეგულულირებს არტერიულ წნევას. 

სვია უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი   შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს,  ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. 

სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება.  ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც  დამამშვიდებელი და საძილე საშუალება.  

კაკაოს ექსტრაქტი- აუჯობესებს გუნება -განწყობილებას.მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, თეობრომინი,აფართოებს სისხლძარღვებს, ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით და უზრუნველყოფს მდგრადობას სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.

ვალერიანის ექსტრაქტი- გამოიყენება თავის ტკივილის პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული პერიოდის დარღვევის დროს. 

მიღების წესი და დოზირება :

1 კაფსულა დღეში ერთჯერ. უძილობის დროს 2 კაფსულა ძილის წინ ნახევარი საათით ადრე 

გვერდითი მოქმედება

პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

მიიღება 12 წლიდან

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

 

ვარგისიანობის  ვადა  და შენახვა

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 15 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ!

სად შევიძინოთ?