Nuk
პეგინპოლი / Peginpol


შემადგენლობა:

Macrogol 3350  100 გრ..

პეგინპოლი წარმოადგენს  საფაღარათო ეფექტის მქონე პრეპარატს.

ის რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობის და ნაწლავების არარეგულარული მოქმედების დროს.

მისი მოქმედების შედეგად ხდება ნაწლავის შიგთავსისი დარბილება მოცულობის გაზრდა და პერესტალტიკის აქტივაცია. რადგანაც მაკროგოლო არ განიცდის გარდაქმნას და არ აბსორბირდება ნაწლავებიდან-არ იწვევს ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას, მის გამოყენებას არ ახლავს მოვლითი ტკივილი მუცლის მიდამოში, გამოიყოფა შეუცვლელი ფეკალურ მასასთან ერთად.

 

მიიღება :

0 წლიდან( 5 კგ წონიდან) -2 წლამდე 0,8გრ/კგ სხეულის მასაზე დღეში. 

2 წ.დან-11 წ.მდე ; 1 გრ/კგ. სხეულის მასაზე დღეში.

დღეღამური დოზა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს ბავშვის წონის , შეკრულობის სიმძიმის და მკურნალობისას მიღებული შედეგის მიხედვით.

მაქსიმალური დასაშვები დღეღამური დოზა არის 30 გრ.დღეში.

პრეპარატს თან ახლავს გრადუირებული კოვზი, რომლის  

პირველი ხაზი შეესაბამება 0,5 გრ.

მეორე - 1 გრ.  

ბოლო საზღვარი - 2 გრ

 

2 გრ.ფხვნილის  შესაბამისი წყლის ოდენობა არის 25 მლ.

მისაღები ხსნარის სადღეღამისო დოზა  შეიძლება მომზადდეს წინასწარ და მიღებულ იქნეს დღის განმავლობაში წილადობრივად (2-3 მიღებაზე) კვების დროს.

არ გადაჭარბოთ დოზას,რადგან შეიძლება მივიღოთ გვერდითი ეფექტები.

მყარი, დადებითი შედეგის მისაღებად  სასურველია შერჩეულ უნდა იქნეს შესაბამისი დიეტა.

მდგრადი შედეგის მიღებისას  პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად , კლებადი დოზით.

 

სად შევიძინოთ?