Nuk
ოსტეოჰარდი / OSTEOHARD


შემადგენლობა:
1
ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმი – 600 მგ (კალციუმის კარბონატის სახით – 1500 მგ);
ქოლეკალციფეროლი (ვიტ. D3) – 5 მკგ (ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით – 2 მგ);
თუთია - 10 მგ (თუთიის ოქსიდის სახით 12.5 მგ);
ფიტომენადიონი (ვიტ. K1) - 50 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება. ავსებს თუთიისა და ვიტამინ K- რაოდენობას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში,კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 - ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს
ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში, წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემის კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან აქტიური, ვიტამინ დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით. თუთია არეგულირებს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. ახდენს სასქესო ჰორმონების სინთეზის რეგულაციას, სპერმატოზოიდების მომწიფებასა და დნმ-ის მოლეკულის სტაბილიზირებას. თუთია ამცირებს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის მოცილების რისკს. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ჩვენებები:
მენოპაუზის შემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის და მათი გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
კალციუმის და/ან ვიტამინ D3-ის დეფიციტი.
ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილება კალციუმსა და ვიტამინ D3-ზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
აგრეთვე ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.

უკუჩვენება:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს კალციუმი - 1200 მგ- და ვიტამინი D3 – 10 მკგ-. ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სხვა წყაროებიდან მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3-ის რაოდენობა როგორც ბავშვის ასევე დედის ორგანიზმში.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები: ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში; ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. კალციუმისა და ვიტამინი D- დეფიციტის შესავსებად: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით – 2 ტაბლეტი დღეში, ბავშვები 6-დან 12 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში, 2 - დან 6 წლამდე – 1/2 ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით. ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა,
მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).

ჭარბი დოზირება:
ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

გამოშვების ფორმა:
ოსტეოჰარდი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?