ნემოლიქს C3 / Nemolix C3
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საკვები დანამატი
ნემოლიქს C3 რბილი კაფსულა, უნიკალური პრეპარატი:
კვებავს და ეხმარება ხრტილის აღდგენას
აუმჯობესებს სახსრების მობილობას
ახდენს სახსრებისა და ხერხემლის გაცვეთის პრევენციას საწყის ეტაპზე და ხელს უშლის სიმპტომების ადრეულ გამოვლენასამცირებს ტკივილს ძვლებში და სახსრებში
ჩვენებები :
სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯის, მხრის)
მალებშიდა ოსტეოქონდროზული სპონდილოართროზი
ქონდრომალაცია
მხრის სახსრის პერიართრიტი
იოგებისა და მყესების პოსტტრავმული პერიოდი
სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
ადამიანები რომლებსაც აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; ასაკი(40 წლის შემდეგ); სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის საპროფილაქტიკოდ.
ხერხემლისა და სახსრების ადრეული გაცვეთა
იოგოვანი აპარატისა და მყესების სისუსტე.
შემადგენლობა:
ნემოლიქს C3 ერთი რბილი კაფსულა შეიცავს:
ბიოვაფლექსი 500 მგ
მახასიათებლები: ბიოვაფლექსი არის ბუნებრივი ნივთიერება რომელიც შედის კვერცხის ნაჭუჭის მემბრანის შემადგენლობაში, იგი დადებითად მოქმედებს სახსრების სიჯანსაღეზე, ამცირებს და ხშირ შემთხვევაში ბოლომდე აქრობს სახსრებში ყოველდღიურ ტკივილს, დისკომფორტს და აუმჯობესებს მობილურობას, მოქნილობას და სახსრების ფუნქციას. მნიშვნელოვანია ანთების ინჰიბირებისათვის, უზრუნველყოფს ხრტილს საშენი მასალით. ბიოვაფლექსი არის უნიკალური წყალში ხსნადი საკვები დანამატი, რომელიც მდიდარია პროტეინებით, კოლაგენითა და ელასტინით; ასევე გლიკოზამინოგლიკანებით, მათ შორის ქონდროიტინით, გლუკოზამინით, გარდამქმნელი ზრდის ფაქტორით გზფ-β და ჰიალურონის მჟავით. ეს არის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც აძლიერებს და აჯანსაღებს სახსრებს და შემაერთებელ ქსოვილს. კოლაგენი - ბოჭკო რომელიც არის აუცილებელი პროტეინი; იგი უზრუნველყოფს ხრტილის სიძლიერესა და ელასტიურობას. ელასტინი - აუცილბელი პროტეინი, რომელიც უზრუნველყოფს კანის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ხრტილის და ხერხემლის სიჯანსაღეს. ელასტინი ანიჭებს ქსოვილს ელასტიურობასა და დაჭიმვის შემდგომ უზრუნველყოფს ფორმის აღდგენას. დესმოსინი და იზოდესმოსინი -ამინომჟავებია, რომლებიც პასუხისმგებელია ელასტინის სტრუქტურაზე და ფუქციაზე. გლიკოზამინოგლიკოზიდები მათ შორის გლუკოზამინი და ქონდროიტინი -სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლისაქარიდებია, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის, ქსოვილთაშორის სითხის და ჩონჩხის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვნად ეხმარება დეგენერაციული პროცესის შეჩერებაში რომელიც ვითარდება ოსტეოართრიტის დროს და ამცირებს ტკივილს რომელიც წარმოიქმნება ცვეთის და დაზიანების შემთხვევაში. გლუკოზამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხრტილის, მყესების, იოგების, თმის, ფრჩხილების, გულის სარქველების და სინოვიალური სითხის შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაში. ქონდროიტინი უზრუნველყოფს ხრტილში სითხის ფორმირებას (მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამორტიზაციულ ფუნქციას), ამცირებს სიარულის დროს სახსრებზე ზეწოლას, აუმჯობესებს შეხორცების პროცესს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. გარდამქმნელი ზრდის ფაქტორი გზფ-β მნიშვნელოვანი პროტეინია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილის აღდგენაში, უჯრედების დიფერენციაციაში და იმუნური ფუნქციის გაძლიერებაში. ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სინოვიალური სითხისა და ხრტილის შემადგენელი ნაწილია. მოქმედებს როგორც საპოხი, გამფილტრავი და მეტაბოლური ნივთიერება. ჰიალურონის მჟავა ზრდის ლუბრიკაციას და შოკის შთანთქმის უნარს. უზრუნველყოფს სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას, აქ წარმოდგენილი კომპონენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახსრების პათოლოგიების მკურნალობაში მათ შორის ოსტეოართრიტის დროს. ბოსველინი- 75 მგ (ბოსველიას ექსტრაქტის ბიოსტანდანტირიზებული 30 %-იანი აცეტილ-კეტო -β-ბოსველინის მჟავა). მახასიათებლები: ბოსველიას ექსტრაქტი შეიცავს ოთხ ცნობად ტრიტერპენოიდულ β-ბოსველინის მჟავაებს: β-ბოსველინის მჟავას, აცეტილ-β-ბოსველინის მჟავა, 11-კეტო-β--ბოსველინის მჟავა, აცეტილ-11-კეტო-β-ბოსველინის მჟავა. ბოსველინის მჟავა ბლოკავს ადამიანის ლეიკოციტ ელასტაზას აქტიურობას და აინჰიბირებს 5-ლიპოოქსიგენაზას, ფერმენტს რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის განვითარებაში. ამ ორი ფერმენტის ინჰიბიცია არის ის უნიკალური თვისება რომელიც გააჩნია ბოსველიას მჟავას. აცეტილ-11-კეტო-β-ბოსველის მჟავა ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა და დიდი დოზით არის ბოსველიას ექსტრაქტში რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ართრიტის მართვაში. ბოსველიას ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ისეთივე როგორც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ბოსველიას ხანგძლივი გამოყენება არ იწვევს კუჭის გაღიზიანებასა და წყლულს; ამიტომ ბევრად უფრო უსაფრთხოა ვიდრე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. დამტკიცებულია რომ მუხლის ოსტეოართრიტის შემთხვევაში პირდაპირი ჩვენებაა ბოსველიის ექსტრაქტის მიღება, თუმცა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ართრიტების დროსაც. ყვითელი კოჭა - 50 მგ 95 %წარმდგენილია ტეტრაჰიდროკურკუმინოიდების სახით . მახასიათებლები: ყვითელი კოჭა ძლიერი ანტიოქსიდანტია. ტეტრაჰიდროკურკუმინოიდები (ტჰკ) არის უფერო ჰიდროგენირებული პროდუქტი რომელიც მიიღება ყვეითელი კოჭასგან (ძირითადად კურკუმინის, დემეტოქსიკურკუმინის და ბისმეტოქსიკურკუმინისგან), კონკრეტულად გრძელი კოჭას თესლისგან. კურკუმინი აინჰიბირებს B უჯრედების გამააქტიურებელ ნუკლეარული ფაქტორის აქტივაციას და შესაბამისად ალაგებს ანთების პროცესს და მის გამოვლინებას. ტეტრაჰიდროკურკუმინოიდები ამცირებენ ტკივილს და ანთებას ციკლოოქსიგენაზას და 5-ლიპოოქსიგენაზას ინჰიბიციის გზით. ტეტრაჰიდროკანაბინოლი ზრდის ორგანიზმში ანტიოქსიდანტური ფერმენტების კონცენტრაციას მაგ: კატალაზა, გლუტათინონი, გლუტათიონ პეროქსიდაზა, სუპეროქსიდ დისმუტაზა გლუტათიონ ტრანსფერაზა. კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა რომ კურკუმა ეხმარება ართრიტის მართვაში. სახსრების ანთების შერმთხვევაში ამცირებს ან მთლიანად ხსნის ტკივილის სინდრომს. .
დოზირება:
მოზარდები- ექიმის მითითებით 1 კაფსულა დღეში
მიღების ფორმა:
ორალური
უკუჩვენება:
კვერცხზე ალერგია
შენახვის წესი:
ინახება მშრალ,გრილ,ბავშვებისგან დაცულ ადგილას; 15-30°C ტემპერატურაზე.