მეტაკონტროლი / Metacontrol
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ESI
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 30 გრ. #40 პაკეტი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის, ლიპიდური ცვლის, ნუტრიენტების შეწოვისა და კალორიული დატვირთვის მაკორეგირებელი დანამატები.
თქვენი მოკავშირე მეტაბოლიზმის კონტროლსა და წონის მართვაში
მეტაკონტროლი® არის მცენარეულ კომპონენტებზე, ბოჭკოებსა და მიკროელემენტებზე დაფუძნებული საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია მეტაბოლური სინდრომის სამართავად.
კომპლექსური ფორმულა ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის დონის სტაბილიზაციასა და კალორიების ათვისების კონტროლში.
შემადგენლობა (დღეღამურ დოზაში):
გლუკომანანის ფხვნილი (Glucomannan) - 900 მგ
თეთრი თუთის მშრალი ექსტრაქტი (White mulberry) - 500 მგ (ტიტრ.1-Deoxynojirimycin 10 მგ)
ჯიმნემას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი(Gymnema sylvestre) - 400 მგ (ტიტრ. ჯიმნემის მჟავა 100 მგ)
ზეთისხილის ფოთლის მშრალი ექსტრაქტი (Olive ) - 400 მგ (ტიტრ. ოლეუროპეინი 80 მგ)
დარიჩინის მშრალი ექსტრაქტი (Cassia nomame) - 400 მგ (ტიტრ. ფლავონოიდები 32 მგ)
ნოპალის ფხვნილი (Nopa) – 400 მგ
პოლიკოზანოლები (Polycosanols)– 10 მგ
ქრომი (Chrome)– 40 მკგ
მეტაკონტროლი® მოქმედებს სამი ძირითადი მიმართულებით:
ლიპიდური ცვლის მხარდაჭერა
დარიჩინის მშრალი ექსტრაქტი (Cassia nomame) აინჰიბირებს ლიპაზას აქტივობას, რის შედეგადაც მცირდება ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა და კალორიული დატვირთვა.
პოლიკოზანოლები ამცირებენ HMG-CoA რედუქტაზის აქტივობას, რის შედეგადაც ქვეითდება LDL ქოლესტერინის დონე.
ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეგულაცია
თეთრი თუთის ექსტრაქტში შემავალი 1-Deoxynojirimycin (1-DNJ) თრგუნავს α-გლუკოზიდაზას აქტივობას, რაც აფერხებს ნახშირწყლების დაშლას და ამცირებს გლიკემიურ დატვირთვას.
ჯიმნემას ფოთლების ექსტრაქტი ამცირებს გლუკოზის შეწოვას , ამცირებს ტკბილის მიმართ ლტოლვას, ხელს უწყობს გლიკემიის სტაბილიზაციას.
ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი (ოლეუროპეინი) უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ და კარდიომეტაბოლურ მხარდაჭერას, ხელს უწყობს ქოლესტერინის ბალანსს, არტერიული წნევის რეგულირებას და ამცირებს ქრონიკულ დაბალი ხარისხის ანთებას.
ქრომი აძლიერებს ინსულინის მოქმედებას და ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ამცირებს „ტკბილზე დამოკიდებულებას“.
ნუტრიენტების შეწოვისა და კალორიული დატვირთვის შემცირება
გლუკომანანი და ნოპალი შეიცავენ წყალში ხსნად ბოჭკოებს, რომლებიც კუჭში ქმნის მოცულობას, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს შიმშილის გრძნობას. ასევე აუმჯობესებს მონელებას და ხელს უწყობს წონის კონტროლს.
რატომ უნდა აირჩიოთ Metacontrol?
სამმაგი მოქმედება: ცხიმების ბლოკირება, ნახშირწყლების კონტროლი და მადის დაქვეითება.
ბუნებრივი შემადგენლობა: მცენარეული ექსტრაქტებისა და მინერალების უსაფრთხო კომბინაცია.
მარტივი გამოყენება: მოსახერხებელი ერთჯერადი პაკეტები (საშე).
მნიშვნელოვანი გაფრთხილება და უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია: მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ასაკი: არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გლუკომანანი: მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, რათა ნივთიერება კუჭში მოხვდეს და თავიდან აიცილოთ პრობლემები ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში.
მედიკამენტებთან თავსებადობა: დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების მიღების შემთხვევაში, დანამატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჩვენებები:
ჭარბი წონა
მეტაბოლური სინდრომი
ინსულინრეზისტენტობა
პრედიაბეტი
დისლიპიდემიის ტენდენცია
გამოყენების წესი:
პაკეტის შიგთავსი გახსენით გამოყენების წინ 150–200 მლ ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში და კარგად აურიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება. მიიღეთ კვებამდე 10–15 წუთით ადრე. დღის განმავლობაში რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება.
დოზირების რეჟიმი: მიიღეთ ერთი პაკეტი დღეში ძირითად კვებამდე
გაფრთხილებები:
ეს პროდუქტი არ ცვლის მრავალფეროვან დიეტას; ის უნდა იქნას გამოყენებული სათანადო, დაბალკალორიული დიეტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ადეკვატური ფიზიკური აქტივობის ფარგლებში. თუ ასეთ დიეტას სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. მისი მიღებისას ყოველთვის უნდა მიაყოლოთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კუჭში უსაფრთხოდ მოხვედრა
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.