Nuk
ესცევენი გელი / ESCEVEN GEL


შემადგენლობა:
ცხენისწაბლას თესლის სქელი ექსტრაქტ (Hippocastani seminis extractum spissum; DER: 6-9:1;
ექსტრაგენტი: მეთანოლი 90 % (v/v)) -83,5 მგ/გ,
ჰეპარინ ნატრიუმი (Heparinum natricum) - 50 სე/გ.

ესცევენის გელს გააჩნია სამმაგი მოქმედება!
ანთების საწინააღმდეგო
ანტიკოაგულაციური
ანგიოპროტექტორული

ესცევენს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან:
ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;
ცხენისწაბლას ექსტრაქტი შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს, ასტაბილურებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.

ექსტრაგენტი მეთანოლი: ავლენს მომენტალურ ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ მოქმედებას.

ჩვენებები:
ვენების ვარიკოზული დაავადება
ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი
ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში
ქვედა კიდურების ვენების ქრონიკული უკარისობა
კანქვეშა ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა
ტრავმული შეშუპება

გამოიყენება:  მოზრდილებში  და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

შეიზილეთ 1 გ გელი (გელის დაახლოებით 3-4 სმ სიგრძის ზოლი) კიდურებზე, დღეში 1-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა).

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე.

 

განსაკუთრებული მითითებები
ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.
ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება, ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.

 

შენახვის პირობა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.