Nuk
დუობიოტიკი / DUOBIOTIC


პრობიოტიკი + პრებიოტიკი

 

დუობიოტიკი არის საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.

ის შეიცავს პრობიოტიკების (Saccharomyces boulardii) და პრებიოტიკების (ინულინის) კომბინაციას, რომელიც მოქმედებს სინერგიულად ნაწლავების რეგულარული ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ნაწლავის ბალანსის დარღვევის რისკი.

 

ჯანსაღი ნაწლავური ფლორა და იმუნური სისტემა

ნაწლავის მიკროფლორა შედგება მრავალი სასარგებლო ბაქტერიისგან, რომელიც იცავს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების ზრდას. ნაწლავის მიკროფლორა ქმნის ბარიერს მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ (ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები), რომლებიც ყოველდღიურად ხვდება საკვებთან ერთად, ჭუჭყიანი ხელებითა და დაბინძურებული საგნებით და იწვევს ინფექციებს და ნაწლავის ფუნქციის დარღვევას.

არარეგულარულმა ან გაუწონასწორებელმა კვებამ, სტრესმა, მედიკამენტებმა (განსაკუთრებით ანტიბიოტიკებმა) და მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის მიკროფლორას დისბალანსი, შესაბამისად სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის შემცირებით და პათოგენების რაოდენობის გაზრდით.

 

რა არის პრობიოტიკები და პრებიოტიკები?

პრობიოტიკები მიკროორგანიზმების სპეციფიკური შტამებია, რომლებიც აყალიბებენ და ინარჩუნებენ ჯანსაღ ნაწლავურ ფლორას, ასევე აფერხებენ ნაწლავებში პათოგენური ბაქტერიების ზრდას და მოქმედებას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწლავის ფუნქციის დარღვევის დროს. ისინი მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და რეზორბციას ნაწლავებიდან, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას და ხელს უწყობენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სრულ კეთილდღეობას. პრობიოტიკები ხელს უშლიან პათოგენების ნაწლავის კედელზე მიმაგრებას და ტოქსიკური ეფექტების გამოვლენას, რასაც ყველაზე ხშირად თან ახლავს კუჭის ტკივილი, გულისრევა და დიარეა. პრებიოტიკები არ არის ცოცხალი მიკროორგანიზმები, არამედ მოუნელებელი ნახშირბადის ჰიდრატები, რომლებიც აწვდიან საკვებს მსხვილი ნაწლავის "კარგ" ბაქტერიებს. ისინი მცენარეული წარმოშობისაა და ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების უკეთ ზრდას და აქტივობას.

ისინი მისაღევია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან არ უწყობს ხელს ინსულინის სეკრეციას.

 

რა არის დუობიოტიკი?

დუობიოტიკის კაფსულები შეიცავს პრობიოტიკებსა და პრებიოტიკებს.

ერთი კაფსულა შეიცავს საფუარის Saccharomyces boulardii-ს 5 მილიარდი ცოცხალი პრობიოტიკის შტამს და 250 მგ პრებიოტიკურ ინულინს. S. boulardii ბუნებრივად მდგრადია კუჭის მჟავის მიმართ, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უკეთ სტაბილურობას.

S. boulardii არის პრობიოტიკური საფუარი, რომელიც მოქმედებს ნაწლავის სანათურში, აქვს უნარი შეიერთოს მავნე ბაქტერიები და მათი ტოქსინები (Escherichia coli და Clostridium difficile) მის ზედაპირზე და აჩქარებს მათ გამოდევნას სხეულიდან, რაც წარმოადგენს  ორგანიზმის დაცვის პირველ ხაზს. S. boulardii-ით შებოჭილი მიკროორგანიზმები არ ავლენენ თავიანთ ტოქსიკურ ეფექტს, რაც ხშირად ვლინდება მუცლის ტკივილით, გულისრევით და ფაღარათით.

ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც წარმოადგენს როგორც "კარგი ბაქტერიების" საკვები.

დუობიოტიკის კაფსულები დამზადებულია საფუარის მიკროკაფსულაციის დაპატენტებული პროცესით, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი მიკროორგანიზმების Saccharomyces boulardii-ს მაქსიმალურ დაცვას.

 

როგორ მოქმედებს დუობიოტიკი?

პრობიოტიკური საფუარის -  Saccharomyces boulardii-ისა და პრებიოტიკური ინულინის სინერგიული ეფექტის წყალობით, დუობიოტიკი:

• ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავის მიკროფლორას შენარჩუნებას

• აღადგენს დარღვეული მიკროფლორის ბუნებრივ შემადგენლობას

• აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და საჭმლის მონელებას

• ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე

 

ვისთვის და როდის არის განკუთვნილი დუობიოტიკი?

დუობიოტიკი რეკომენდებულია მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, როდესაც საჭიროა ნაწლავის მიკროფლორას აღდგენა, რომელიც დაზიანებულია მავნე მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები) არსებობით, ანტიბიოტიკების გამოყენების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები, ასევე, არარეგულარული კვების, სასმელი წყლის არასაკმარისი ხარისხის, კლიმატური პირობების ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო.

 

არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ავადმყოფებისთვის და დაუცველი ადამიანებისთვის, აგრეთვე პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე და ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პირებისთვის.

 

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში და მძიმე ინფექციური დაავადებების დროს პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

როგორ მივიღოთ დუობიოტიკი?

რეკომენდებული დღიური მიღება მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

მოზრდილებში: 1-2 კაფსულა დღეში.

3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 კაფსულა დღეში.

 

თუ ადამიანს არ შეუძლია კაფსულის მიღება, გახსენით იგი და შეურიეთ შიგთავსი მცირე რაოდენობით წყალს ან სხვა სასმელს.

 

დიეტური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი.

რეკომენდებული დღიური დოზა არ უნდა გადააჭარბოს.

პროდუქტი შესაფერისია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას.

 

შენახვის ვადა

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვა

ინახება 25ºC-მდე ტემპერატურაზე ბნელ და მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისგან შორს.

შეფუთვაში 10 კაფსულა

 

სად შევიძინოთ?