Nuk
დიკლორონი / Dikloron


 

ეფექტური ნივთიერება: ყოველი 1 გრამი გელი  შეიცავს 11,6 მგ. დიკლოფენაკ დიეთილამონიუმს, რაც 10 მგ. დიკლოფენაკ ნატრიუმის ექვივალენტურია.

 

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერ 934P, ეთილის სპირტი, ტრიეტაბნოლამინი, მეთილ პარაბენი, დეიონიზირებული წყალი.  

 

რას წარმოადგენს Dikloron და რისთვის გამოიყენება?
Dikloron წარმოადგგენს ეფექტური ნივთიერების სახით დიკლოფენაკ დიეთილამონიუმის  შემცვლ გამჭვირვალე, სპირტის სუნის მქონე ნახევრად მკვრივი გორმის პრეპარატს.
Dikloron შედის ტოპიკალურად გამოსაყენებელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატად წოდებული მედიკამენტების ჯგუფში. ის განუკთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის.
Dikloron წარმოდგენილია 50 მგ.-იან ტუბბეში.
Dikloron მოზარდებისათვის:
გამოიყენება დაჭიმულობის, დაჟეჟილობის და ტკივილების დროს.
გამოიყენება რბილი ქსოვილების ანთებების დროს.
ამოიყენება რევმატიზმის დროს.
 
Dikloron -ის მოხმარებამდე დასაცავი წესები
ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში Dikloron-ის მოხმარება დაუშვებელია:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია დიკლფოენაკის ან Dikloron-ის შემცველობაში არსებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია).
თუ აცეტილსალიცილის მჟავის (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი) ან იბუპროფენის მაგვარი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო რეპარტაების მიღების გამო თქვენ გაქვთ ხიხინი ან ხანმოკლე სუნთქვა (ასთმის შეტევა, სითხით სავსე გამონაყარის ან ჭინჭრის ციების ან ცხვირიდან გამონადენის მაგვარი სიმპტომები.
ფეხმძიმობის შემთხვევაში (განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში), ამ პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
Dikloron-ის ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ ადგილებზე, გამონაყარზე და ეგზემის მქონე ადგილებზე წასმა დაუშვებელია.
14 წელზე მცირე ასაკის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
 

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში Dikloron-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:
ფართოდ გამოყენების ან ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით მოხმარების  შემთხვევაში, უნდა გამოიჩინოთ დიდი ყურადღება.
Dikloron განუკთვნილია მხოლოდ გარე მოხმარებისათვის.
მოერიდეთ Dikloron-ის თვალში მოხვედრას. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ თვალი სუფთა წყლით. დისკომფორტის გაგრძელების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Dikloron-ის მოხმარების პერიოდში მოერიდეთ მზის სხივებს.
კანზე გამონაყარის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მოხმარება.
Dikloron-ის მოხმარება დასაშვებია არაოკლუზიურ ბანდაჟებში; ჰაერგაუმტარი ოკლუზიური ბანდაჟების გამოყენება დაუშვებელია.
თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

Dikloron-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

Dikloron არანაირ გავლენას არ ახდენს საკვებ-სასმელთან ერთად მოხმარების დროს.

 

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფეხმძიმობის პერიოდში და, განსაკუთრებით, ფეხმძიმობის პირველი სამი თვის განმავლობაში Dikloron-ის მიღება აკრძალულია.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში, Dikloron-ის მიღება არ არის რეკომენდირებული. თქვენი ექიმის დანიშნულების  გარეშე ამ პრეპარატის ხანგრძლივად მოხმარება და მკერდზე წასმა დაუშვებელია.

 

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

Dikloron არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე.

 

ინფორმაცია Dikloron-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

Dikloron შეიცავს მეთუილ პარაბენს. მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).

 

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

თუ თქვენ არეცეპტით ან ურეცეპტოდ ღებულობდით ან ამჟამად ღებულობთ რაიმე მედიკამენტს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

Dikloron-ის მოხმარების წესი:

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

მოზარდები:

Dikloron უნდა წაისვათ კანზე დღეში 3-4-ჯერ. ამ პრეპარატის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ადგილის სიგანეზე. მაგალითად: 2-4 გრამი Dikloron  (ბლის ან კაკლის ზომის) საკმარისია დაახლოებით 2-2,5 სანტიმეტრიანი დიამეტრის ადგილის მკურნალობისათვის.

ექიმის დანიშნულების გარეშე კუნთების და სახსრების ტკივილების (დაზიანება, დაჟეჟილობა) ან ტენდონიტის დროს 2 კვირაზე მეტი ხნით, ართრიტის დროს 3 კვირაზე მეტი ხნით Dikloron-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული. 7 დღიანი მოხმარების შემდეგ ტკივილების და შეშუპების გაგრძელების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

 

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

ნელი მოძრაობით შეიზილეთ პრეპარატი მტკივნეულ ან დასიებულ ადგილზე. შეზელის დროს თქვენ იგრძნობთ სიგრილეს. მოხმარების შემდეგ დაიბანეთ ხელები (თუ არ მკურნალობთ ხელებს).

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:  

ბავშვობის ასაკში მიღება:

14 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისათვის Dikloron-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის ტკივილების საწინააღმდეგოდ ამ პრეპარატის 7 დღეზე მეტი ვადით მოხმარების ან სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

 

ხანდაზმული ასაკში მიღება:

ხანდაზმული პირებისათვის დასაშვებია Dikloron-ის მოყარდების დოზის მოხმარება.

 

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა:

თირკმლის ან ღვიძილს უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის დოზის დარეგულირება არ არის საჭირო.

თუ თქვენ შეამჩნევთ Dikloron-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ თქვენ ღებულობთ Dikloron-L-ს საჭიროზე დიდი დოზით:

თუ თქვენ ღებულობთ Dikloron-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ თქვენ დაგავიწყდათ Dikloron-ის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ Dikloron-ის მიღება, შემდეგი დოზის მიღების დროის დადგომამდე გახსენებისას მიიღეთ შემდეგი დოზა.

 

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

 
როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები
ისევე, როგორც ყველა წამალი, Dikloron-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.
ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ Dikloron-ის მიღება და ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
პირის, სახის, ენის და ყელის დასიება (ანგიოშეშუპება).
კანზე სითხით სავსე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
ხიხინი ან ხანმოკლე სუნთქვა ან შებოჭილობა გულმკერდის არეში (ასთმა).
ყველა ზემოაღნიშნული ჩვენება წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. რომელიმე ასეთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია Dikloron-ის მიმართ. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ეს გვერდითი ჩვენებები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

 

გვერდითი ჩვენებები იყოფა შემდეგ კატეგორიებზე:

ძალიან გავრცელებული: აღენიშნება 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ს.

გავრცელებული: აღენიშნება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს..

არ გავრცელებული: აღენიშნება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან 1-ზე მეტს. 

იშვიათი: აღენიშნება 1.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.

ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით დადგენა შეუძლებელია.

ქვემოაღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას: ]

 

გავრცელებული:
კანის დაავადება (ანთება, ეგზემა).
გამონაყარი.
დერმატიტი კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით).
 
იშვიათი:
კანის დაავადება სითხით სავსე მუწუკებით (ბულოზური დერმატიტი).
ქვემოაღნიშნული ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
 
გავრცელებული:
ქავილი.
სიწითლე (ერითემა).
 
ძალიან იშვიათი:
სინათლეზე მგრძნობელობა.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ  შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

Dikloron-ის შენახვა:
შეინახეთ Dikloron ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.
შეინახეთ პრეპარატი 25-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

სად შევიძინოთ?