დაიჯესტ ფორტისი / Digest Fortis
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Zendel
- მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
დაიჯესტ ფორტისი – ბუნებრივი საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სრული ანოტაცია:
არტიშოკის, ბაყაყურას ექსტრაქტის, ცინკისა და კალციუმის მაღალი ხარისხის საკვები კომბინაცია, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას,ეხმარება ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
დაიჯესტ ფორტის არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედებები
თუ იღებთ დაიჯესტ ფორტის, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირების ფორმა: კაფსულები
მიღების ფორმა: პერორალური
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში
არასასურველი გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
შეუთავსებლობები
უცნობია.
შენახვა
არ შეინახოთ 25OC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ მონოდოზის შემცველობა ორიგინალ შეფუთვაში.