Nuk
დავი ტაბლეტი / Dav tablet


შემადგენლობა:

ალფა-ლიპოის მჟავა - 300 მგ;

მაგნიუმი - 225 მგ;

ვიტამინი B6 – 1.3 მგ.

 

რაში მდგომარეობს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის ფიზიოლოგიური როლი?

α-lipoic (ალფა-ლიპოის მჟავა) ასევე thioctic-ის მჟავად წოდებული, არის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ცხიმოვანი მჟავა და წარმოდგენილია ბევრ საკვებ პროდუქტში, თუმცა მისი შეწოვა ხშირად შეფერხებულია საკვები ნივთიერებების დეფიციტით და არაადეკვატური კვების რეჟიმით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეხმარება  უჯრედშიდა ანტიოქსიდანტების (გლუტათიონის) აღდგენას. გინეკოლოგიის სფეროში ალფა-ლიპოის მჟავას ანტიოქსიდანტური მოქმედება სასარგებლოა საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვის დროს.

მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანსს და მონაწილეობს უჯრედის დაყოფის პროცესში. მისი სწორი მიღება ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, ნორმალურ  მეტაბოლიზმს, ფსიქოლოგიური ფუნქციების, ძვალ-სახსროვანი,  ნერვული და კუნთოვანი სისტემის  ნორმალურ ფუნქციონირებას. კერძოდ, მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. მაგნიუმი იწვევს საშვილოსნოს კუნთების გაძლიერებული შეკუმშვის მოხსნას.

ვიტამინი B6 (ანუ პირიდოქსინი (pyridoxine) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, წარმოდგენილი ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. ორგანიზმში გარდაიქმნება პირიდოქსალად და/ან  პირიდოქსამინად – pyridoxamine, რაც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, მოქმედებს როგორც კოენზიმი სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებზე. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის  ნორმალურ ფუნქცონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და  ჰორმონალური აქტიურობისა და ფსიქოლოგიური ქმედების რეგულირებას. გარდა ამისა, ვიტამინი B6 ხელს უწყობს უჯრედის შიგნით მაგნიუმის გადატანას და დაგროვებას, ამრიგად, ახორციელებს არაპირდაპირ ზეგავლენას კუნთებზე.

 

როგორია დავის მიღების რეკომენდაციები?

დავი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმს, ვიტამინ B6, რომელიც სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს ამ ნივთიერებების მიმართ.

მისი შემადგენლობის წყალობით იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ალფა-ლიპოის მჟავას, მაგნიუმის და ვიტამინ B6-ის გაძლიერებული საჭიროების დროს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ტკივილის სიმპტომები, ანთებითი მდგომარეობები და სპაზმი ახდენს გავლენას ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე.

დავი უზრუნველყოფს საშვილოსნოს სიმშვიდეს მთელი ორსულობის განმავლობაში და საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის გაზრდის რისკის შემცირებას ყველა შემთხვევაში, მაგალითად როგორიცაა ინვაზიური პროცედურები პრენატალური დიაგნოზისათვის (ამნიოცენტეზი…), დავი ასევე ამსუბუქებს პირველადი დისმენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს.

 

 დავი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და/ან მიორელაქსანტ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.

 

როგორ მიიღება დავი? რეკომენდირებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გაფრთხილება: DAV არ არის გამიზნული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. თუ თქვენ მკურნალობთ ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით, პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს.

შეფუთვა: გარსით დაფარული (შემოგარსული) 30 ტაბლეტი.

სად შევიძინოთ?