Nuk
კოვიტ-D / Covit D


აქტიური ნივთიერებების დასახელება და სიძლიერე:

თითოეული შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

ქოლეკალციფეროლი BP  2000 IU

(როგორც სტაბილიზატორი)

დამხმარე ნივთიერებები   q.s

ფერი: ერითროზინის ტბა

 

ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია:

ვიტამინი D

 

ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:

ფარმაკოდინამიკა:

ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, ვიტამინი D ასტიმულირებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას, კალციუმის ინკორპორაციას ოსტეოიდში და კალციუმის გამოყოფას ძვლოვანი ქსოვილიდან. წვრილ ნაწლავში ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და დაგვიანებულ შეწოვას. ასევე სტიმულირდება ფოსფატის პასიური და აქტიური ტრანსპორტირება. თირკმელებში ის აფერხებს კალციუმის და ფოსფატის გამოყოფას მილაკოვანი რეზორბაციის ხელშეწყობით. პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) გამომუშავებას პარათირეოიდულ ჯირკვლებში პირდაპირ თრგუნავს D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა. PTH სეკრეცია დამატებით ინჰიბირდება ბიოლოგიურად აქტიური ვიტამინი D-ს გავლენით, წვრილ ნაწლავში კალციუმის მომატებული ათვისებით.

 

ფარმაკოკინეტიკა:

ნაღველის არსებობისას ვიტამინი D კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ამიტომ, დღის ძირითად კვებასთან ერთად მიღებამ შესაძლოა გააადვილოს D ვიტამინის აბსორბცია.

იგი ჰიდროქსილირდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (კალციფედიოლი) ფორმირებით და შემდგომ ჰიდროქსილირდება თირეკმელებში წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლს (კალციტრიოლი). მეტაბოლიტები ცირკულირდება სისხლში და უკავშირდება გარკვეულ α-გლობულინს. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველში და განავალში.

 

ჩვენებები:

ქოლეკალციფეროლის საღეჭი ტაბლეტი ნაჩვენებია D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკაში.

 

რეკომენდებული დოზა:

ერთი ტაბლეტი მთლიანად უნდა დაღეჭოთ გადაყლაპვამდე ან ექიმის მითითებით.

მიღების წესი:

პერორალური მიღება

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ქოლეკალციფეროლის ან D ვიტამინის დეფიციტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია.

ჰიპერვიტამინოზი D.

თირკმლის კენჭები (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) მიმდინარე ქრონიკული ჰიპერკალციემიის მქონე პაციენტებში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

ვიტამინი D სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, საჭიროა კალციუმის და ფოსფატას დონეზე გავლენის კონტროლი. გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილის კალციფიკაციის რისკი.

სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

D ვიტამინი ყურადღებით ინიშნება სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, მეტაბოლიზმის მომატებული რისკის გამო როგორც D ვიტამინის აქტიური ფორმა. აუცილებელია ასეთი პაციენტების მონიტორინგი და მათი კალციუმის დონის განსაზღვრა შრატში და შარდში.

გასათვალისწინებელია D ვიტამინის მთლიანი დოზა იმ შემთხვევაში, როდესაც დაკავშირებულია მკურნალობასთან, რომელიც უკვე შეიცავს D ვიტამინს, D ვიტამინით გამდიდრებულ საკვებს, D ვიტამინით გამდიდრებულ რძეს და პაციენტის მზეზე ზემოქმედების დონეს.

 

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

ანტიკონვულსანტების (როგორიცაა ფენიტოინი) ან ბარბიტურატის (და შესაძლოა ღვიძლის ფერმენტების გამომწვევი სხვა პრეპარატების) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია შეამციროს D ვიტამინის  ეფექტი მეტაბოლური მოქმედების გამო.

თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობის შემთხვევაში, რომლებიც ამცირებენ შარდით კალციუმის გამოყოფას, რეკომენდებულია შრატში კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.

გლუკოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D-ს ეფექტი.

დიგიტალისის და სხვა საგულე გლიკოზიდების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, D ვიტამინის მიღებამ შეიძლება გაზარდოს დიგიტალისის ტოქსიკურობის (არითმიის) რისკი. საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა შრატში კალციუმის კონცენტრაციასთან და საჭიროების შემთხვევაში ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგთან ერთად.

იონების ცვლის საშუალებებთან, როგორიც არის ქოლესტირამინი, ქლორესტიპოლის ჰიდროქლორიდი, ორლისტატი ან საფაღარათო საშუალებებთან როგორიც არის პარაფინის ზეთი, ერთად მკურნალობისას შეიძლება შემცირდეს ვიტამინი D-ს ნაწლავიდან შეწოვა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

ორსულობის დროს ქალებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს მათი დეფიციტის სიმძიმის და D ვიტამინით მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით და მისი მეტაბოლიტები  გამოიყოფა დედის რძეში.

 

ლაქტაცია:

საჭიროების შემთხვევაში D ვიტამინი შეიძლება დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს. მეძუძური დედების მიერ გამოწვეული დოზის გადაჭარბება ახალშობილებში არ დაფიქსირებულა, თუმცა ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის დამატებით D ვიტამინის დანიშვნისას პრაქტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს დედისთვის მიცემული ნებისმიერი დამატებითი ვიტამინის დოზა.

 

არასასურველი მოვლენები:

ქავილი, ხიხინი, ჭინჭრის ციება და ოროფარინგეალური შეშუპება, ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია.

 

ჭარბი დოზირება და მკურნალობა:

სიმპტომები:

სიპტომები გულისრევა, ღებინება, წყურვილი, ყაზბობა, პოლიურია, პოლიდიფსია და დეჰიდრატაცია. ქრონიკული დოზის გადაჭარბება შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების და ორგანოების კალციფიკაცია ჰიპერკაციემიის შედეგად.

 

მკურნალობა:

კალციუმით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს რეჰიდრატაცია.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

დოზირების ფორმა და შეფუთვა ხელმისაწვდომია:

დოზირების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი

 

შეფუთვა: 10 ტაბლეტიანი ბლისტერი, ყუთი 2  x 10 ტაბლეტები.

 

შენახვის ვადა: 24 თვე

სად შევიძინოთ?