კოენზა QL / Coenza QL
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულები #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
1 კაფსულის შემადგენლობა:
კოენზიმ Q10-50 მგ.
L-კარნიტინი-150 მგ.,
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ხარის ჟელატინი, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, ლეციტინი (სოიოს ლეციტინი), ფუტკრის თეთრი ცვილი, ტიტანის დიოქსიდი, Sunset yellow, Ponceau 4R.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცხიმოვანი მჟავები გამოიყენება ენერგიის წარმოქმნისთვის. ცირკულაციაში არსებული ცხიმოვანი მჟავები შთაინთქმებიან უჯრედების მიერ და გამოიყენებიან ენერგიის წარმოქმნისთვის. ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში იშლებიან აცეტილ CoA-დ, NADH-ის და FADH2-ის წარმოქმნით. ცხიმოვანი მჟავების გამოყენების პირველი საფეხური არის მათი გააქტივება აცილ CoA-ად.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში; იგი წარმოადგენს მიტოქონდრიებში ატფ-ის სინთეზისთვის აუცილებელ შუალედურ რგოლს. უბიქინონი შეიცავს გრძელ ჰიდროფობულ-10 იზოპრენის შემცველ გვერდითა ჯაჭვს, რომელიც ჩაფლულია მიტოქონდრიის მემბრანის ცხიმოვან ორმაგ შრეში, თავისუფლად დიფუნდირებს მემბრანაში და შეუძლიათ იმოქმედონ სუნთქვითი ჯაჭვის ელექტრონების გადამტანად კომპლექსი I დან კომპლექს III-ზე. შედეგად მიტოქონდრიებში სინთეზდება ATP. კოენზიმ Q10 უზრუნველყოფს გულის კუნთს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან; ხელს უწყობს ცხიმების წვას. სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისა და ტირგლიცერიდების კონცენტრაციას; ლეციტინის სინთეზის სტიმულაციით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, თავის ტვინში ააქტიურებს ქოლინერგიულ პროცესებს (ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს); გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; კოენზიმ Q10-ზრდის ორგანიზმის დამცველობით თვისებებს, ანორმალიზებს არტერიულ წნევას,
L-კარნიტინი- B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა, ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში ტრანსპორტირდებიან კარნიტინის (4ტრიმეთილამინო 3-ჰიდროქსიბუტირატის) ტრანსპორტერით, სადაც განიცდიან β- დაჟანგვას და რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით). L-კარნიტინი-აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს; ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი.
გამოყენების ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია;
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი,
ინტენსიური ფიზიკური დატვრთვა;
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
უკუჩვენება:
ბავშვები 12 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია
გვერდითი მოქმედება:
კოენზა QL-ის რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
დოზირება და მიღების წესი:
1კაფსულა 2-3 -ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .
გამოშვების ფორმა:
ჟელატინის რბილი კაფსულა № 30