არტიზი / ARTEASY
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30;
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
არტიზი
გამოყენების რეკომენდაცია
საკვები დანამატი:
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
გლუკოზამინის სულფატი (Glucosamine Sulphate)-500 მგ., ქონდროიტინის სულფატი (Chondroitin Sulfate) -100მგ., კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma longa extract)- 50 მგ, ბოსველიის ექსტრაქტი (Boswellia serrata extract)-50 მგ., მეთილსულფონილმეთანი (methylsulfonylmethane)-50მგ, კოლაგენი (Collagen)-40 მგ, ვიტამინიჩ (Vitamin C)-15მგ, მანგანუმი (Manganese)-1.7 მგ.,
თვისებები:
გლუკოზამინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის, მყესების, თმების, ფრჩხილების, გულის სარქვლების, სინოვიალური სითხის ფორმირებაში.თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელი ფერმენტების აქტივობას(კოლაგენაზა, ფოსფოლიპაზა) ქონდროიტინის სულფატი უზრუნველყოფს ხრტილში წყლის რაოდენობის შენარჩუნებას(კარგი ამორტიზაციული უნარის უზრუნველყოფა).შთანთქავს სიარულის დროს დარტყმით ძალებს, აჩქარებს შეხორცების პროცესებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.უკავშირდება გოგირდს და წარმოიქმნება ქონდროიტინ-გოგირდის მჟავა, რომლის დახმარებითაც კალციუმი შეითვისება ძვლების მიერ და არ ხდება მისი ჩალაგება სხვა ორგანოებში.ამცირებს ანთებასა და ტკივილს. კურკუმას ექსტაქტი შეიცავს 95% კურკუმინოიდებს. აინჰიბირებს ცოგ-2-ს და 5-ლიპოოქსიგენაზას,Aაქვს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რეკომენდებულია ართრიტების დროს. იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაღიზიანებისაგან. ბოსველიის ექსტაქტი შეიცავს არომატულ ფისებს, რომელთა შემადგენლობაში არსებულ მჟავებს აქვთ 5-ლიპოოქსიგენაზას და ლეიკოტრიენების სინთეზის დამრთგუნველი მოქმედება. Aasas-თან შედარებით არ იწვევს გასტრიტს და სისხლდენას, არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.M. მეთილსულფონილმეთანი (მსმ) ორგანული გოგირდის ბუნებრივი ფორმაა. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის სწორ ფორმირებას. ვიტამინ C-თან კომბინაციაში ხსნის კუნთების სპაზმს და ამცირებს ტკივილს. კოლაგენს გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას; ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს; ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილს. ვიტამინი C ამცირებს სისხლძარღვის კედლის გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვის კედელს. ამცირებს შეშუპებას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. მანგანუმი აუცილებელია ორგანიზმისათვის ბიოტინის, ვიტ.D-სა და ვიტ.C-ს ბიოქიმიურ პროცესებში სწორად ჩასართავად, აუცილებელია ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურისათვის,აუმჯობესებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას და რეფლექსებს,ახდენს ზრდის სტიმულაციას. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. მანგანუმი გლუკოზამინთან და ქონდროიტინთან კომპლექსში ამცირებს ართრიტის განვითარების რისკს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აღადგენს დაზიანებულ ხრტილს, ზრდის სახსრის მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს. სრულფასოვნად კვებავს სახსარსა და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. მთლიანად ხსნის ტკივილს, ანთებას. ეფექტით უტოლდება ასას-ს მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს ასას-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომებზე! იცავს სახსრებსა და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისაგან. აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერებების „მიტანას"უშუალოდ დაზიანების კერაში.
არტიზი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების) ხერხემლის ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი ქონდრომალაცია მხრის სახსრის პერიართრიტი მყესების და იოგების გადატანილი ტრავმების, სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე პიროვნებები (სპორტსმენები) და 40 წელს ზევით ასაკი, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების საპროფილაქტიკოდ იოგებისა და მყესების სისუსტე დოზირება და გამოყენების წესი: 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ოპტიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 2-3 თვის განმავლობაში.