Nuk
არკოფლუიდი ბიოსტიმულატორი / Arcofluyd

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Arkopharma- არკოფარმა
  • მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
  • გამოშვების ფორმა: დასალევი ხსნარი ამპულა #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დასალევი ხსნარი ამპულებში

 

შემადგენლობა

ორგანული ჯანჯაფილის (Zingiber officinale) ფესვის ექსტრაქტი, ორგანული მაკის ბოლქვის ექსტრაქტი (Lepidium meyeni), ორგანული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax ginseng), ორგანული გუარანას თესლის ექსტრაქტი (Paullinia cupana), ორგანული ხორბლის სიროფი, ორგანული ფორთოხლის წვენის კონცენტრატი.

ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტი

7,6გ

მაკის ბოლქვის ექსტრაქტი

250მგ

ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი

150მგ

გუარანას თესლის ექსტრაქტი

75მგ


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჯანჯაფილი (ჯინჯერი, კოჭა) - მედიცინაში ცნობილია სასარგებლო თვისებებით. მისი ძირითადი ბიოაქტიური კომპონენტია ჯინჯეროლი, რომელიც ჯანჯაფილს ანიჭებს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და იმუნომასტიმულირებელ თვისებებს.

მაკა - ზოგჯერ მას პერუს ჟენშენსაც უწოდებენ. მისი ბიოაქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ დადებითი გუნება-განწყობის შენარჩუნებას, ფიზიკური და გონებრივი ენერგიის გაძლიერებას, ლიბიდოს და მამაკაცის ფერტილობის გაუმჯობესებას.

ჟენშენი - მისი ფესვის ექსტრაქტი ცნობილია, როგორც ძლიერი იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური საშუალება. ჟენშენი ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას.

გუარანას თესლი შეიცავს კოფეინის მაღალ კონცენტრაციას, ასევე თეოფილინს და თეობრომინს. სამედიცინო მიზნებით გამოიყენება მისი მასტიმულირებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. გუარანას თესლის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას, აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო მოქმედება. 

 

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 

მიიღეთ 1 ამპულა დღეში, დილის ან შუადღის კვების დროს. მოერიდეთ პრეპარატის მიღებას დღის მეორე ნახევარში. 

კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ. 

გამოყენების წინ ამპულა შეანჯღრიეთ. პროდუქტის ნატურალური შემადგენლობის გამო შესაძლებელია მცირე ნალექის არსებობა, რომელიც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით მოატეხეთ ამპულას ერთი ბოლო ჭიქის გვერდით, რათა მინის ნამსხვრევი არ მოხვდეს ჭიქაში. გადმოატრიალეთ ამპულა და მოტეხილი ბოლო მოათავსეთ ჭიქის თავზე. მოატეხეთ ამპულის მეორე ბოლო ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. დაელოდეთ, რათა ამპულის შიგთავსი მთლიანად მოთავსდეს ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი ან ხილის წვენი (125მლ).

 

განსაკუთრებული მითითებები: 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

შეიცავს კოფეინს (დაახლოებით 5მგ 1 ამპულაში). 

თუ თქვენ იტარებთ ანტიკოაგულაციურ ან ანტიდიაბეტურ მკურნალობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. 

არ არის რეკომენდებული სხვა სტიმულატორებთან ერთად მიღება. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. 

 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

 

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

სად შევიძინოთ?