Nuk
აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური

თარიღი: 24 აპრილი, 2018

აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური 

 

სამყაროში გლობალურ დათბობასთან  და კლიმატის სერიოზულ ცვლილებებთან ერთად მოხდა დედამიწის მოსახლეობის გლობალური ალერგიზაცია.

მილიონობით ადამიანს მსოფლიოში აწუხებს სეზონური ალერგია

გარემოში  უამრავი მცენარე ყვავილობს, თუმცა ისინი ყვავილობენ დროის სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ადგილზე. ყველა მცენარე როდია ალერგიული. დადგენილია მსოფლიოში ის მცენარეები, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ, ასევე დადგენილია მათ მიერ ალერგიის გამოწვევის ინტენსიურობა. თითოეულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი ფლორა აქვს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია,  რაც განსაზღვრულია, თუ წლის რომელ პერიოდში რომელი მცენარე ყვავილობს. მიღებული ინფორმაციით ქალაქების მიხედვით შექმნილია  ჰაერში აეროალერგენების გავრცელების კალენდარი. 

 სადღეისოდ საკმარისი არაა ვისაუბროთ მხოლოდ ამინდის პროგნოზზე. მცენარეთა ინტენსიურ ყვავილობასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა აეროალერგენების გავრცელების  პროგნოზირება - „ამინდის ალერგოლოგიური პროგნოზით“ სარგებლობა. ცივილიზებული სამყარო ამ სერვისს უკვე წლებია აქტიურად იყენებს და მას Pollen forecast უწოდებს.